კოლუმბია, ოფიციალურად კოლუმბიის რესპუბლიკა (República de Colombia)

უნიტარული კონსტიტუციური რესპუბლიკა სამხრეთ ამერიკაში; შედგება 32 დეპარტამენტისგან. მდებარეობს კონტინენტის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ჩრდილო-დასავლეთიდან ესაზღვრება პანამა, ჩრდილოეთით — კარიბის ზღვა, აღმოსავლეთით — ვენესუელა და ბრაზილია, სამხრეთით — ეკვადორი და პერუ, დასავლეთით კი წყნარი ოკეანე. კოლუმბია ფართობის მხრივ მსოფლიოს 26-ე უდიდესი ქვეყანაა, სამხრეთ ამერიკაში კი მეოთხე, ბრაზილიის, არგენტინისა და პერუს შემდეგ. 46 მლნ მცხოვრებით, კოლუმბია 27-ე ქვეყანაა მსოფლიოში მოსახლეობის მხრივ, ესპანურენოვან ქვეყნებს შორის კი მეორე, მექსიკის შემდეგ. კოლუმბია განვითარებადი სახელმწიფოა; ამჟამად ფლობს მეოთხე უდიდეს ეკონომიკას ლათინურ ამერიკაში და მესამეს სამხრეთ ამერიკაში.[8] ქვეყანა აწარმოებს ყავას, ყვავილებს, ზურმუხტებს, ქვანახშირსა და ნავთობს. ეს პროდუქტები ეკონომიკის პირველად სექტორს განეკუთვნება.
დედაქალაქი
და უდიდესი ქალაქი
ბოგოტა
40°35′ ჩ. გ. 74°04′ დ. გ. / 40.583° ჩ. გ. 74.067° დ. გ.
ოფიციალური ენა
ესპანური
რელიგია
რომაული კათოლიციზმი
ეთნოქორონიმი
კოლუმბიელი
მთავრობა
უნიტარული საპრეზიდენტო კონსტიტუციური რესპუბლიკა
-
პრეზიდენტი
ხუან მანუელ სანტოსი
-
ვიცე-პრეზიდენტი
ხერმან ვარგას ლიერასი
საკანონმდებლო ორგანო
კონგრესი
-
ზედა პალატა
რესპუბლიკის სენატი
-
ქვედა პალატა
წარმომადგენელთა პალატა
დამოუკიდებლობა ესპანეთისგან
-
დეკლარაცია
20 ივლისი, 1810
-
აღიარება
7 აგვისტო, 1819
-
ამჟამინდელი კონსტიტუცია
4 ივლისი, 1991
ფართობი
-
სულ
1 141 748 კმ2 (26-ე)
-
წყალი (%)
8,8
მოსახლეობა
-
2017 შეფასება
49 364 592[1] (29-ე)
-
2005 აღწერა
42 888 592[1]
-
სიმჭიდროვე
40,74 კაცი/კმ2 (173-ე)