ბიზნესი - welcome.
ქვეყანას საკუთარი არმია არ ყავს 1949 წლიდან, გარანტიორი - აშშ, სამხედრო ბიუჯეტის ნაცვლად ფული მიდის განათლებაში, ეკონომიკაში, დემოგრაფიულ პროექტებში.
კრიმინალი - დაყვანილია მინიმუმამდე, ყავთ შედარებით მრავალრიცხოვანი პოლიცია - 4 სახეობის, მათგან ერთერთი ძლიერია ნარკოტრეფიკის აღმკვეთი - აშშ-ს კოლუმბიური კოკაინისგან დასაცავად (კადრებს აშშ უმზადებს).
ხალხი გულთბილი და სასიამოვნო, კონტაქტური და ცნობისმოყვარე.
დედაქალაქი სან ხოსე - ჩვეულებრივი ლათინოსების ქალაქია, საკუთარი სახის არმქონე - არც ძველი, არც ახალი, ფსევდოკოლონიალური ტიპის სახლებით, ჭუჭყიანი ქუჩებით.
მოქმედი ვულკანები აქვთ რამოდენიმე, ნაციონალური პარკები კარგად ორგანიზებული, გზებს არა უშავს რა - ერთი აუტოპისტა აქვთ ჩვენნაირი

, ისიც ესპანელებმა აუშენეს და 30 წელი ამის ფული უნდა ვიხადოთო.. მიწისძვრებია ხშირი, მეწყერები, კლიმატი ტროპიკული ტენიანი.
ყავა, შაქრის ლერწამი და ტურიზმია ძირითადი შემოსავლის წყარო. ყავა კარგი აქვთ - ნიკარაგუელებზე უკეთესი, სტარბაკსის ყავის 90% კოსტარიკულია.
ვიზის ასაღებად 2 თვე ლოდინი მოგიწევთ, მოგთხოვენ უამრავ საბუთს დაბადების მოწმობისა და ნასამართლეობი ცნობის ჩათვლით, უახლოესი საპატიო საკონსულო სტამბულშია - ყოველ შემთხვევაში ჩვენ იქ ავიღეთ ვიზები.