29.09.2019 წელი.
კუმაგაია
D ჯგუფი
2 ტური
09:15 სთ. (თბილისის დროით)
ტელე ტრანსლაცია: საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხი.
https://1tv.ge/tv-radio/live/აქამდე ურუგვაის შევხვდით 5-ჯერ. მათ შორის პირველად 2003 წლის მსოფლიო თასზე. მწარედ გვახსოვს ის მარცხი.
2003 წლის 28 ოქტომბერს სიდნეიში 12:24 დაგვამარცხეს ისე რო ლელოც არ დაგვადებინეს.
2004 წლის 30 ოქტომბერს მონტევიდეოში მოგვიგეს 7:17 ბოლღაშვილმა დადო ერთადერთი ლელო (ბოლღა კაპიტანი იყო ამ თამაშში.
2008 წლის 15 ივნის ბუქარესტის თასზე პირველად მოუგეთ 20:18. რუსი მსაჯები იყვნენ და ძაან ცუდი მსაჯობის მიუხედავად მაინც მოუგეთ. ლელოები ნემსაძემ და გასვიანმა დადეს.
2013 წლის 11 ივნის ავჭალაში პირველად ვუმასპინძლეთ ურუგვაის თბილისის თასზე , მოუგეთ 27:3. ლელოები დადეს ზიბზიბაძემ, თოდუამ და ნემსაძემ.
2015 წლის 13 ივნის ისევ ავჭალაში. მოუგეთ 19:10. ერ|თადერთი ლელო კოტე მიქაუტაძემ დადო.
მსოფლიო თასის მონაწილეთაგან მალაღურაძეს აქვს ყველაზე მეტი თამაში ურუგვაისთან 3 თამაში. 2-2 თამაში ბეგაძე, თოდუა, ნემსაძე და შარიქაძე. თითოჯერ ითამაშეს: ბრეგვაძე, გორგაძე, გორგოძე, კაჭარავა, ლომიძე, მიქაუტაძე, მჭედლიძე, სუთიაშვილი, ჩილაჩავა და ხმალაძემ.
აბა წამრატებები. ძალიან დიდი იმედი მაქვს ამ თამაშის.
This post has been edited by iverieli on 24 Sep 2019, 14:40