ვანო ზარდიაშვილმა პირდაპირ ეთერში დოკუმენტი წარადგინა და განაცხადა, რომ მასზე ბესელიას ხელმოწერაა, რითიც დასტურდება, რომ ის ნარკოდილერს პოზიტიურად ახასიათებს და პოლიტიკურად დევნილად მიიჩნევს
ქალბატონი ეკა ჩემთვის კორუფციის რისკის მატარებელია. ჩემი განწყობა აბსოლუტურად ემთხვევა საზოგადოების განწყობას. ვერ შეკრიბავთ ას ადამიანს, ვინც იტყვის, რომ ეკა ბესელია არ არის კორუმპირებული, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
როგორც ვანო ზარდიაშვილმა აღნიშნა, მისი დღევანდელი რეპლიკა მორალთან, რასაც დაპირისპირება მოჰყვა, ეხებოდა კორუფციას და არა - პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ ჩანაწერებს.
ამასთან, როგორც მან განმარტა, ეკა ბესელიამ „ინდივიდუალური ქმედებებით ამნისტიის ჰუმანური აქტი წაბილწა და შეურაცხყო“. ზარდიაშვილმა პირდაპირ ეთერში დოკუმენტი წარადგინა და განაცხადა, რომ მასზე ეკა ბესელიას ხელმოწერაა, რითიც დასტურდება, რომ ის ნარკოდილერს პოზიტიურად ახასიათებს და პოლიტიკურად დევნილად მიიჩნევს.
„მუდმივად ვსაუბრობდი ამ თემაზე. 2-3 წლის წინ მინიშნება მივეცი საზოგადოებას, როდესაც ამ ქორიძის საქმეზე გავამახვილე ყურადღება. მუდმივად მეგონა, რომ ამას საზოგადოება, მათ შორის მედია აიტაცებდა და მოიკითხავდნენ, ეს ხელმოწერა საიდან გაჩნდა, ან თუ გაჩნდა და შეცდომა იყო, რატომ ბოდიში არ მოიხადა, რომ მისი დახმარებითა და ხელშეწყობით, ეს ნარკოდილერი მეორეჯერ გახდა დასაჭერი და ჩვენი ათიათასობით ახალგაზრდა ქუჩაში მოწამლეს?! ქალბატონი ეკა ბესელია კრიმინალებთან და ნარკოდილერებთან ურთიერთობაში დიდი ხანია შეიმჩნევა, ეს ყველამ იცის, სამწუხაროდ. რა გავაკეთოთ, ბესელია გახდა ჩემი ხვედრი, რომ მე მომიწევს ამ ყველაფერზე საუბარი,“ - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ იურიდიულ კომიტეტზე მომხდარი დღევანდელი შემთხვევა პირველი არ ყოფილა და ეკა ბესელია სხვა პირებს ფიზიკურად მანამდეც შეხებია.
„ფიზიკურ შეხებაზე იყო საუბარი და მას დაახლოებით 10 თუ 12 მძღოლი ჰყავს გამოცვლილი ამ პერიოდის განმავლობაში. ზუსტად არ ვიცი. მძღოლები პირად საუბრებში იძახდნენ, რომ ორმოში ჩარტყმის გამო თავში ურტყამდა თავის მძღოლებს. ჩვენ ვიხილეთ ეს, ამას საზოგადოება არ დაიჯერებდა. როგორც აპარატის თანამშრომლებს, როგორც კომიტეტის წევრებს, ბევრჯერ გვაქვს მისი ასეთი საქციელი ნანახი. უბრალოდ საზოგადოებამ ეს დღეს ნახა და მოხარული ვარ, რომ ნახა.“ - აღნიშნა ვანო ზარდიაშვილმა.
https://www.interpressnews.ge/ka/article/56...nilad-miichnevs

ამას ამბოენ ნაციონალები დღიდან ამნისტიისა და ახლა აღიარეს