#55460199 · 8 Nov 2019, 23:08 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
anuki.anuki მეც ჰომოზიგოტური მაქვს და პაი 1 ჰეტერო. ორსულობა 8 კვირაზე შემიწყდა. მე დაკა კაპანაძე მომეწონა, გინეკოლოგ-ჰემატოლოგი და შემდეგი ორსულობა, თუ მეღირსა, მისი მეთვალყურეობის ქვეშ ვიქნები. თუკი კლექსანზე, ფოლატზე და ბ ჯგუფის ვიტამინებზე იქნები, მშვენივრად ჩაივლის ყველაფერი. არ ინერვიულო. რაც შეეხება ტუჩის დეფექტს, მტჰფრ იწვევს ნამდვილად, რუსულ და უცხოურ საიტებზე ნახავ ყველაფერს დეტალურად, თუმცა ეგ პლასტიკური ქირურგიით ადვილად გასწორებადია. ასე რომ, არ იდარდო
|