ფორმულა 1-ის იტალიური გუნდის „ფერარის“ პრესსამსახურმა საკუთარ „ტვიტერში“გამოაქვეყნა რუსეთის გრან-პრისადმი მიძღვნილი პოსტერი.
პლაკატი ყვითელ-ნარინჯისფერ ფერებშია გადაწყვეტილი. მასზე გამოსახულია წითელი სარბოლო ბოლიდი და სიტყვა „სოჭი“ სამ ენაზე წერია - რუსულად, ინგლისურად და აფხაზურად.
ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი ეტაპი სოჭში 29 სექტემბერს გაიმართება.