#55322453 · 3 Oct 2019, 05:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
- ნეტა სადმე ვინმე ფერადი მანქანით ხომ არ ტაქსაობს, რომ ფული იშოვოს მთავრობისგან უნებართვოდ? - ნეტა სადმე ვინმე საკუთარ ტერიტორიაზე სახლს, სასტუმროს ან ტუალეტს ხომ არ აშენებს და ფულს შოულობს მთავრობისგან უნებართვოდ? - ნეტა სადმე ვინმე საკუთარ სახლს ფანჯარას ხომ არ უცვლის მთავრობისგან უნებართვოდ? - ნეტა სადმე ვინმე საკუთარ ეზოში ხეს ხომ არ ჭრის მთავრობისგან უნებართვოდ? - ნეტა სადმე ვინმე ნარკოტიკს ხომ არ იღებს და თავს იზიანებს მთავრობისგან უნებართვოდ? - ნეტა სადმე ვინმე სესხს ხომ არ იღებს მთავრობისგან უნებართვოდ? - ნეტა სადმე ვინმე საკუთარ რესტორანში თამბაქოს მოწევის უფლებას ხომ არ აძლევს სტუმარს მთავრობისგან უნებართვოდ? - ნეტა სადმე ვინმე საკუთარ მიწას ხომ არ ყიდის უცხოელზე მთავრობისგან უნებართვოდ? - ნეტა სადმე ვინმე საკუთარ შვილს განსხვავებულ სკოლაში ხომ არ ასწავლის მთავრობისგან უნებართვოდ?
..... ნეტა ვინმე სადმე თავისუფლად ხომ არ სუნთქავს მთავრობისგან უნებართვოდ?
--------------------
//The fear of death follows from the fear of life. A man who lives fully is prepared to die at any time.//
|