Hermosa
Super Crazy Member +

      
ჯგუფი: Members
წერილები: 18570
წევრი No.: 206810
რეგისტრ.: 24-August 15
|
#55315807 · 1 Oct 2019, 17:42 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ლაშა ამირეჯიბი: „ამერიკელები ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციას ამზადებენ“
სამოქალაქო აქტივისტი ლაშა ამირეჯიბი „ალიასთან“ სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და მზად არის ვახტანგ გომელაურს ფაქტები დაუდოს: - რამდენიმე მხრიდან უტევენ ბიძინას. ამერიკული ჯგუფი, რომელიც ჩამოვიდა აქ, როგორც დესანტი, დევიდ კრამერი და ვიღაცები. ეს ადამიანები იმისთვის იყვნენ ჩამოსულები, რომ მოემზადებინათ საფუძველი ბიძინას გადაყენებისა და სააკაშვილის დაბრუნებისა. ვითომ ჯონ მაკეინის სახელობის კონფერენცია, სინამდვილეში იყო საფარველი, სხვა არაფერი. ირმა ინაშვილი იქ რომ შეუვარდა, თავის საქმეზე შევარდა, რადგან გიგა ბოკერია ნაბიჭვარმა კონფერენციაზე გალანძღა ინაშვილი, მერე ჩაიშალა ეს კონფერანცია. ბოლომდე რომ გაგრძელებულიყო, ბოლომდე მისულიყო, დაიწყებოდა ქართველი ხალხის ტვინების გამორეცხვა, ბიძინას გაშავება, მიშას და „ნაცების“ „გათეთრება“ და იმის მტკიცება, რომ „ნაცები“ თუ არ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, ამ ქვეყანას არაფერი ეშველება. ახლა კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე ვიტყვი და რაც ვთქვი, ამასთან გარკვეულ კავშირშია. სანდრა რულოვსმა ამასწინათ სიტყასიტყვით ასე თქვა: „ბიძინა უკვე ზედმეტია. დამიჯერეთ, ბიძინას მალე მოიშორებენ, ის ამას ვერ ხვდება. ბიძინა ივანიშვილი ვერ ხვდება, რომ თვითონ უკვე ზედმეტია: მოწამლავენ, მოკლავენ ან დაიკარგება, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები“. სანდრამ ეს იმ კონტექსტში თქვა, ვითომ რუსეთის კაცი, გახარია გახდა პრემიერი, გახარის დასვა რუსეთმა და ბიძინა აღარ სჭირდება, მას რუსეთი მოიშორებსო. რუსეთი აქ არაფერ შუაშია, ჩემი აზრით, სანდრას წამოსცდა ის, რაც სადღაც გაიგო, სადღაც იგეგმება ბიძინას მოშორება, მოკვლა. სად? სანდრა არის ამერიკის სპეცსამსახურების აგენტი, ეს მის ქმედებებს არაერთხელ დაუმტკიცებია, მან ამერიკის სპეცსამსხურების თანამშრომლებისგან თუ თანამშრომლისგან მოისმინა ეს და როდესაც გიორგი გახარია დაამტკიცა პარლამენტმა, ცხელ გულზე ეს თქვა სანდრამ იქვე, პარლამენტთან აქციაზე. მერე კი დააყოლა. რუსეთი მოიშორებსო, მაგრამ ეს შეცდომის გამოსასწორებლად თქვა. მე ვფიქრობ, ამერიკა აპირებს ბიძინას ლიკვიდაციას და ამერიკელები ასეთ გადაწყვეტილებას ბოლომდე მიიყვანენ. ბიძინა ივანიშვილი უკვე ამერიკელების სამიზნეა, მე ასე ვასკვნი. გარდა მაგისა, ივანიშვილი არის „ნაცებისა“ და მაგათი სატელიტი პარტიების სამიზნე, ეს „მთავარი არხი“ ქვეშაჯვია და მეტრაკე გვარამიას თამადობით ცალკე ებრძვის. ამას დაამატე მამუკა ხაზარაძის „ლელო“, სუპერლიბელარული ჯგუფით, რომლებიც მზად არიან, დღესვე მოაწერონ ხელი, რომ საქართველოში კაცი კაცზე და ქალი ქალზე დაქორწინდეს, ოჯახის შექმნის უფლება მიეცეთ. მე ეგ ხალხი დავინახე, მე იქ ვაჟკაცი კაცი და ქართველი ვერ დავინახე. ბიძინა ივანიშვილს დასაყრდენი საერთოდ არ გააჩნია. ვინ უნდა დაიცვას, რამე რომ იყოს? ვინ? გიორგი გახარიამ? ამ წარსულში „ნარკობარიგების“ მფარველმა? ვახტანგ გომელაური კიდევ ვიცი, რომ არ უღალატებს და მისი ერთეულია, ირაკლი ღარიბაშვილიც, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. გიორგი გახარია, ადრე გითხარი, კრემლში, სტატისტიკის დეპარტამენტში მუშაობდა. მითხრეს, რომ რუსეთი მთელ პოლიტიკურ ელიტას იცნობს და მათთან კავშირები აქვს და მაგის ნდობა არ შეიძლება, როდის რა მოუვა თავში თუ რას დაავალებენ, ღმერთმა უწყის. რამდენიმე ზარბაზანია დამიზნებული ივანიშვილზე და როდის რომელი გაისვრის, არავინ იცის. ... ახლა რასაც „ალიას“ ვეტყვი, არ იციან ამ ბრიყვებმა. პოლონეთში, სამხედრო ბაზებზე მიდის ძალიან სერიოზული წვრთნები. ვინც ამ წვრთნებში მონაწილეობს. მათგან 90% უკრაინელია და 10% ქართველი. ყველა მათგანი სამხედროა. ეს უკრაინელები ჩემთან ერთად იბრძოდნენ აფხაზეთში, ახლახან კი რუსეთის წინააღდეგ ომი გამოიარეს თავიანთ სამშობლოში. ეს ამბავი მითხრა ერთმა ქართველმა სამხედრომ, რომელიც უკრაინაშია. მისი მეგობარი და ყოფილი თანამებრძოლი ემზადება პოლონეთში, ერთ–ერთ ბაზაზე. ეს კაცი რამდენჯერმე გაქრა და ბოლოს უთხრა, რომ პოლონეთში დადიოდა. ამ ხალხს იმიტომ ამზადებენ, რომ მომავალში როდესაც თბილისზე დაიგეგმება შტურმი, ეს ხალხი იქნება წინა ხაზზე. სააკაშვილი ამზადებს ამ ხალხს და ცხადია, თავად დაგეგმავს ამ შტურმსაც. „სააკაშვილის ბანაკებს“ ეძახიან ამ ბაზებს თვითონ ისინი, ვინც იქ მომზადებას გადის. ეგ ყველაფერზე რომ არის წამსვლელი, ყველამ იცის. გიორგი ლილუაშვილმა, სუს–ის უფროსის მოვალეობას რომ ასრულებს, ეს იცის? ამ ადამიანებს ვერავინ გააჩერებს, ქართველები ხომ შემოვლენ უპრობლემოდ პოლონეთიდან თუ უკრაინაში ჩავლენ და იქიდან, ეს უკრაინელებიც ტურისტებად და ბიზნესმენებად შემოვლენ, რა პრობლემაა? დაუქირავებენ ბინებს და იქ იქნებიან საჭირო მომენტამდე. სულაც თბილისში ივლიან, სახეზე მაგათ ვერავინ ცნობს. იარაღის პრობლემა არ ექნებათ, აქ დახვდებათ მრავალი სახის იარაღი. დავით კერზერაშვილის დროს, ეს პრესაშიც წამიკითხავს, საკმაოდ ბევრი იარაღი გაქრა. ამერიკელებმა, რამდენადაც ვიცი, 5 მილიარდი დოლარის დანაკლისი აღმოუჩინეს ჩვენს თავდაცვის სამინისტროს, მარტო ამერიკელების მიერ მოწოდებულ, ან ამერიკელების მოცემული ფულით ნაყიდ იარაღსა და ტექნიკაში. 5 მილიარდი მარტო ამერიკელებს „მოუტეხეს“. ამ იარაღისა და ტექნიკის ნაწილი გაყიდეს, ნაწილი შენახულია აქვთ. გარდა მაგისა. ეს იარაღის მწარმოებელი ცენტრი „დელტა“ რომ შექმნა ბაჩო ახალაიამ, მაშინაც ბევრი იარაღი გადამალეს. მაგათ რომ მოინდომონ, არმიას შეაიარაღებენ. კარგი, გიორგი ლილუაშვილი ჯერ არ არის სუს–ის შეფი, მაგრამ ვახტან გომელაური ხომ იყო? იცის გომელაურმა ამის შესახებ? ამ შემოდგომაზე მზადდება შტურმი ხელისუფლებაზე, ოქტომბრის დასაწყისიდან შუა რიცხვებამდე. გათვალისწინებულია სისხლიც, იარაღიც, გვამებიც, დახვრეტებიც და სხვა ათასი უბედურებაც. „ვარდების რევოლუცია–2“ არ გამოუვიდათ და ახლა მიდიან შეიარაღებულ გადატრიალებაზე. ბიძინა და მაგისი ხელისუფლება იქით იყოს და ხალხს რა ეშველება? – რა მოხდება? – ესენი გაიქცევიან, შეიარაღებულ ხალხს ესენი წინ არ დაუხვდებიან და ხალხის საბრძოლი ბოლოს, ხალხმა უნდა ალაგმოს ეგ ნაბიჭვრები. ერთმანეთს კი არ დახოცავენ, დაამხობენ ამ ხელისუფლებას, ხელისუფლების წარმომადგენლები გაიქცევიან, ვინც გაასწრებს და ჯოჯოხეთს დაატრიალებენ ქვეყანაში. სააკაშვილი და „ნაცები“ რომ მოვლენ შურისძიებით, მერე ეგრე კი აღარ იჯდები, გლდანის ციხის „კარცერში“ ჩაგსვამენ, თუ ცოცხალი გადაურჩი. არც ჟურნალისტს და არც არავის არ დაინდობენ, ვინც მაგათ ებრძოდა. – ჩემს გვერდზე „კარცერშიც“ შენ იჯდები. – კი, მეც ჩამსვამენ, მერე ვიჩალიჩოთ, იქნებ ერთად ჩაგვსვან „კამერაში“. იქ ჩავწეროთ ინტერვიუები და ერთმანეთს ვუკითხოთ. ეგ არის რეალური საფრთხე. და ამის შემდეგ ვინმე მეტყვის, რომ ჩვენი უშიშროება მუშაობს? არ მუშაობს, საქმის კურსში არ არიან. მზად ვარ, ვახტანგ გომელაურთან ერთად, „სკაიპით“ დაველაპარაკო იმ კაცს, ვინც ეს მითხრა, გავამეორებინო იგივე და არ გამოვრიცხავ, დამატებით კიდევ სხვა საჭირო ინფორმაციაც მოგვცეს. დამირეკოს ვახტანგ გომელაურმა, მივალ და დავურეკავ იმ კაცს უკრაინაში. – ვფიქრობ, დაგირეკავენ, ამას ვერ გაატარებენ. – კი, ბატონო, მე მზად ვარ, ხომ გითხარი. ლევან ჯავახიშვილი
--------------------
გამპრავებლებო ყველა ქვეყნისავ შეგეცით!
ფაციფუცში ნარმანია გაგვეპარა თან კარგ თანამდებობაზე
|