7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
"გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი მ.შ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 21 მაისს, დაახლოებით 01:00 საათზე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, მ.შ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით, უმწეო მდგომარეობაში მყოფ, თავის 7 შვილს სახეზე პლედი დააფარა და გაგუდა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა მ.შ. 2019 წლის 22 მაისს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111, 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გორის რაიონულმა სასამართლომ მ.შ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად 1/4-ით შეუმცირდა და საბოლოოდ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა" - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
http://www.newposts.ge/?id=215105ვფიქრობ 6 წელი ლოგიკური სასჯელია ასეთ ვითარებაში.
დანაშაული ჩადენილია არასრულწლოვნობის ასაკში და ვერანაირ სამუდამოს და დახვრეტას და 30 წელს ვერ მიუსჯიდნენ ( ფეისბუქსზე ისეთი ამბავი ატეხეს ქალებმა რომელიც იურიდიულ თემებში აზზრზე არ არიან და წერენ დახვრეტა უნდა მიეცათო ან უვადოო და ის კი არ იციან რომ დახვრეტა 22 წელია გაუქმებულია და უვადო თავისუფლების აღკვეთა არ დაენიშნება პირს რომელიც დანაშაულის ჩადენისას არ იყო 18 წლის. )
საქართველოს არასრულწოვანთა სსკ ადგენს 14-დან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვანისათვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა მცირდება 1/3-ით. ამასთან, საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 10 წელს. 16-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანისთვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა მცირდება 1/4–ით. ამასთან, საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 წელს.
საბჭოთა კავშირში თავისუფლების აღკვეთა მაქსიმუმი იყო 15 წელი ხოლო 14 დან 17 წლამდე პირების მიმართ სასამართლოს არ შეეძლო 10 წელზე მეტი ვადის მიცემა სულ რომ ოჯახი ამოეხოცა. დახვრეტაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია მაშინაც ანალოგიური კანონები მოქმედებდა.
80 ან წლებშიც მოხდა ანალოგიური დანაშაული საქართველოში, დედამ მცირეწლოვანი შვილი მოკლა და არ დახვრიტეს 15 წელი მისცეს.
მე თუ მკითხავთ ბავშვის მამაც დასაჭერია რადგან ცოლად მოიყვანა არასრულწლოვანი. ჩვენს ქვეყანაში დასჯადია 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივი აქტი.
საერთოდ ქორწინება უნდა აიკრძალოს 18 წლამდე. პატარა გოგოების ცოლად მოყვანაზე და სქესობრივი აქტი უნდა ისჯებოდეს ძალიან მკაცრად. ამის გაკონტროლება ძაან ადვილია.
სოფლებში მოდადაა ქცეული 14-15 წლის გოგოების დაქორწინება მე9 მე10 მე 11 მე 12 კლასის მოწაფეები ფეხმძიმეები დადიან სკოლაში. ასეთი პატარა ასაკის გოგოები არ არიან მზად დედობისთვის დედობა მარტო ბავშვის გაჩენა არაა...
This post has been edited by PNG on 29 Sep 2019, 02:05