#55312924 · 30 Sep 2019, 22:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა ქალი ყაჩაღობის მიზნით დააუთოვეს რეზონანსი (30.09.2019) (რეზონანსი)ყაჩაღობა მოხდა დღეს თბილისის ცენტრში, ბაქოს ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი დააუთოვეს და ბლაგვი საგნით სცემეს. წამება იქამდე გაგრძელდა, სანამ დაზარალებულს ფულის და ძვირფასეულობის ადგილსამყოფელი არ ათქმევინეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ყაჩაღობას წინ მუქარა უძღვოდა. 35 წლის ნატა ფუტკარაიამ თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე მუქარის შემცველი შეტყობინება, შვილის შესაძლო მკვლელობის შესახებ მიიღო. თავდამსხმელებმა 12 000 ლარი და დიდი ოდენობით ოქროული წაიღეს.
„პრაიმტაიმის" ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი სხეულზე სხვადასხვა დაზიანებებით კლინიკაშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, დამწვარი აქვს ზურგის დიდი ნაწილი და კიდურები ბლაგვი საგნით აქვს დაბეჟილი.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 179-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
--------------------
გამპრავებლებო ყველა ქვეყნისავ შეგეცით!
ფაციფუცში ნარმანია გაგვეპარა თან კარგ თანამდებობაზე
|