ყიფშიძის ქუჩაზე სროლა იყო, დაჭრილია ორი ადამიანი
თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე სროლა იყო. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ორი ადამიანი. ორივე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მე-9 საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
"ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 2 პირი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები", - აცხადებენ შსს-ში.
https://www.interpressnews.ge/ka/article/56...ia-ori-adamianiამოქოლეთ ხიდები
მარცხენელებს გვკიდია
გაუხსნიათ
გორჯესტანის ამბავია
This post has been edited by SPLIYVI on 30 Sep 2019, 16:06