Avraham Paata Yosef
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა !
მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, საქართველოდან და ისრაელიდან, ყველა იმ ქვეყნებიდან, სადაც ქართველი და ქართველი ებრაელი ცხოვრობს!
მე და მხოლოდ მე, რომელსაც სრული უფლება მიენიჭა გადმოგცეთ განცხადებები სანიციატივო ჯგუფის სახელით, რომელიც უკვე ჩამოყალიბდა და ბატონ გიორგი ანდრიაძის, საერთაშორისო ქართულ ებრაული ფორუმების ფართო საინიციატივო კგუფის ხელმძღვანელის, კურთხევაც მიიღო.
ახლო მომავალში ჯგუფის სიას საზეიმო ვითარებაში წარვუდგენ საინიციატივო ჯგუფის წევრებს თბილისში, ისრაელის წევრებმა უკვე იციან.
შემდგომში, როცა საინიციატივო ჯგუფი საბოლოოდ დაკომპლექტდება, საორგანიზაციო-სამოქმედო ჯგუფი დაერქმევა!
დასახული გრანდიოზული პროექტი ეხება ისრაელში საქართველოს ეროვნულ მემკვიდრეობებს და ძვირად ღირებულ საგანძურებს, რომელიც, როგორც ეროვნული დონის დანიშნულებითი მიზანი, ერის და ქვეყნის გრანდოზული პროექტია.
წინა პოსტებში გაგაცანით, ეხლა მოკლედ გავიხსენოთ დიდი პროექტის პირველი ნაწილი, პირველი პუნკტი:
ქ ა რ თ უ ლ -ე ბ რ ა უ ლ ი უ რ თ ი ე რ თ ო ბ ე ბ ი ს გ ა ღ რ მ ა ვ ე ბ ი ს პ რ ო ე ქ ტ ი
ქართულ ებრაული ურთიერთობების გაღრმავების პროექტი ითვალისწინებს უნივერსიტეტებს შორის პრაქტიკული ურთიერთობების დამყარებას და განვითარებას. ჩვენი აზრით, ეს ხელს შეუწყობს ორ მოძმე ერს და მათ შორის ურთიერთობების გაღრმავებას!
შესდგა საერთაშორისო ქართულ ებრაული ფორუმების საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლების, ბატონ გიორგი ანდრიაძის და თქვენი მონა მორჩილის შეხვედრა ქ. არიელის უნივერსიტეტში მის რექტორთან პროფ. მიხაელ ზინიგრადთან, რომელიც ჩემი სტუდენტობის მეგობარია და შეხვედრამ ძალიან გაგვახარა, წარსულის ნოსტალგიებიც გავიხსენეთ, და ბატონ რომან იავეცთან, მათემატიკის და ბუნების საკვლევი სამეცნიერო ფაკულტეტების დეკანს, ავღნიშნავ, ბატონი რომან იავეცი წარმოშობით ქართველი ებრაელია და ქართულ ენასაც ფლობს.
ბატონი იავეცი დამთანხმდა ისრაელის მხრიდან ჩვენი საინიციატივო ჯგუფის წევრი იყვეს.
უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ქართულ მხარეს შესთავაზა უფასო განათლების მიღება, დოქტორანტურის და პოსტდოქტორანტური სტიპენდიების დაფინანსება. გუშინწინ, კვირას, საბოლოოდ დაზუსტდა ჩემს და მათ შორის ხელშეკრულების ძირითადი პუნკტები:
1. საქართველოდან ჩამოსული სტუდენტები
და უმაღლეს დამთავრებულები,
სადოქტორო კურსების გამვლელები და
კვალიფიკაციის ასამაღლებლად
მიწვეულები, სწავლას გაივლიან
უ ფ ა ს ო დ !
2, ყოველ სტუდენტს დაენიშნება სტიპენდია
6 0 0 0 ლ ა რ ი (1700 დოლარი) თვეში!
3.ყოველი სტუდენტი მიიღებს სტუდენტების
საერთო საცხოვრებელში უფასოდ
საცხოვრებელ ბინას!
4. სასწავლო სახელმძღვანელოები,
კომპიუტერები და სხვა სახის
საკანცელარიო ნივთები უფასოდ და
შეუზღუდველად გადაეცემათ!
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ა ღ მ ა ვ ლ ო ბ ა წ მ ი ნ დ ა მ ი წ ი დ ა ნ დ ა ი წ ყ ე ბ ა !
უმაღლესი განათლებით და კვალიფიკაცია ამაღლებული ახალი თაობები საქართველოს მომავალი თაობების აღზრდას გააგრძელებენ!
ქვეყნის მომავალი და სიძლიერე, მისი ოქროს საგანძური, მისი ახალი თაობებია, მათი აღზრდა პირველი დავალებაა, გადაუდებელი მოვალეობაა!
დაიგეგმა ახლო მომავალში სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენციის ჩატარებაც,
საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლების თანდასწრებით!
მეგობრებო, გიწვევთ შემოგთავაზოთ თქვენი კანდიდატურა წამოაყენოთ საინიციატივო ჯგუფში ჩასაწერად და საქმეში მონაწილეობის მისაღებად, ოღონდ მინიმუმ მოთხოვნილებას უნდა აკმაყოფილებდეთ:
1. ისრაელში მცხოვრები უნდა ფლობდეს
ქართულს და ივრითულს, აკადემიურ წერა
კითხვას და მეტყველებას!
2. საქართველოში მცხოვრები უნდა
ფლობდეს გრამატიკულ და აკადემიურ
ქართულ ენას.
3. ინგლისური ენის ცოდნა უპირატესობაა.
4. კანდიდატი უნდა გამოირჩეოდეს
თავმდაბლობით, გულწრფელობით
და დასახული მოზნისადმი ღრმა
პატივისცემით.
ჩვენი მოტივაცია გამსჭვალულია დიდი ენთუზიაზმით, ენთუზიაზმი კი გვავალებს საქმეს ვემსახუროთ პირნათლად, საქმის კეთებით და არა ჭიქების ჭახუნით, დასახული მიზნის ღირსების დაფასებით და არა ერთმანეთის მიმართ განუწყვეტელი მოფერებით და ფარისევლობით,
საქმის კეთებით და ნაკლები ლაპარაკით, უმიზნოთ ლაიკები აიკრძალება!
ჩვენი დევიზი იქნება:
საქმე კეთებით ხორციელდება და ფასდება, და არა უმიზნო ლაპარაკებით!
გუშინ გავაცილეთ ძვირფასი მეგობრები,
ბატონი გიორგი ანდრიაძე და ქალბატონი მანანა არველაძე-მედეა კავშირის (ობიექტივი) ავტორი და რედაქტორი, უბრწყინვალესი ჟურნალისტი და საოცარი
(,ახლად შეძენილი) მეგობარი!
მან ჩაიწერა ჩემი ინტერვიუ, რომელიც ახლო დღეებში (შეიძლება ხვალ), გაშუქდება საქართველოს მედეა კავშირ ობიექტივში.
ინტერვიუში სიტყვა სიტყვით მოვახსენე განათლების დარგში ამ შესანიშნავ მიღწევას, ქ. არიელში ქართველების უფასო უმაღლესი განათლების დაუფლება, რაც მოკლე თვეებში ეპიდემიასავით გადაედება სხვა უნივერსიტეტებსაც, დამეგობრდებიან ორი ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლები.
სტუდენტების რაოდენობა შეუზღუდველი იქნება!
მხოლოდ მედიაში გაშუქების შემდეგ ვაქყვეყნებ ამ განცხადებას!
გაგმაში ქალაქების დამეგობრებაცაა, უმაღლეს და აკადემიურ დონეზე, და არა როგორც იყო დღემდე!
ამ საკითხზე მომავალში ვიმსჯელებთ!
მალე დავასრულებთ გრანდიოზური პროექტის გენერალურ გეგმას!
უღრმესი პატივისცემით
აბრამ პაატა იოსებაშვილი!
საქართველოს დესპანი ისრაელში!
* * *
https://www.facebook.com/profile.php?id=100...yoJhv-Yx0qbdMeM