ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო
გეოგრაფია ქვეყანა მდებარეობს დასავლეთ ევროპაში. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია: ბელგია, საფრანგეთი, გერმანია.
ფართობი - 2.600 კვ.კმ.
ბუნება: უმაღლესი მწვერვალი - ბუურგპლააცი 559; მდინარე (კმ) - სური 150 (სულ 172); ტბა - ზემო სური; კლიმატი - ოკეანური, კონტინენტური.
ბუნებრივი რესურსები - რკინის მადანი (ამჟამად ექსპლუატაცია შეწყვეტილია), სასოფლო-სამეურნეო მიწები.
პოლიტიკური სისტემა - კონსტიტუციური მონარქია.
სახელმწიფოს მეთაური - დიდი ჰერცოგი ანრი (ნასაუს დინასტიიდან).
მთავრობის მეთაური - პრემიერ-მინისტრი.
საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი (60 წევრი).
ადმინისტრაციული დაყოფა - 3 ოლქი (district) და 12 კანტონი (canton).
დემოგრაფია
მოსახლეობა - 493,500 (2009), მათ შორის 75,1% ლუქსემბურგელები, 6,3% იტალიელები.
ენები - ლუქსემბურგული (ეროვნული ენა), ფრანგული და გერმანული.
რელიგია - კათოლიციზმი.
ქალაქები (ათ.) - ლუქსემბურგი (79), ეშ-ალზეტი (28), დიუდელანჟი (18).
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) ლუქსემბურგი
ეკონომიკა
ლუქსემბურგი მაღალგანვითარებული ინდუსტრიული ქვეყანაა, რომლის წამყვანი დარგია მეტალურგია.
ექსპორტი- რკინა, ფოლადი, ტექსტილი, ქიმიკატები, პლასტმასა.
ბიუჯეტი - 5,500 მლნ $.
ეროვნული შემოსავალი (1 სულზე) - 81,466 $.
ვალუტა - ევრო (EUR); 2002 წლამდე ლუქსემბურგული ფრანკი.
ისტორიათანამედროვე საზღვრებში სახელმწიფო არსებობს 1839 წლიდან. 1867 წელს ლონდონის კონფერენციამ იგი გამოაცხადა “მუდმივი ნეიტრალიტეტის” ქვეყნად. დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, 1890 წლამდე ნიდერლანდებთან უნია ჰქონდა შეკრული. 1921 წლიდან ბელგიასთან ეკონომიკურ-საბაჟო კავშირშია. 1948 წელს კონსტიტუციიდან ამოიღეს მუხლი ნეიტრალიტეტის შესახებ. 1957 წლიდან ევროგაერთიანების წევრია.
ფოტოები:
Clervaux: Church of Saints Cosma and Damien Grand Ducal Palace in Luxembourg City Moselle Valley in Grand Duchy of LuxembourgView from Bourscheid Castle in Luxembourg Ardennes Philharmonie Luxembourg in Luxembourg City
გამარჯობათ ფორუმელებო, მემგონი საკმარისი ინფორმაცია მოვათავსე სხვადასხვა წყაროებიდან , ზაფხულს ვაპირებ ამ საოცარ ქვეყანაში ჩასვლას, ვინც ხართ ნამყოფი გაგვიზიარეთ თქვენი შტაბეჭდილებები, შეგრძნებები, და მოგონებები, ყველაფერი რაც გაკავშირებთ ლუქსემბურგთან!
This post has been edited by vatokifiani on 6 May 2014, 17:45