ეს უფრო გამოცანა არ არის..
უფრო სადიდებლად მინდა დავწერო..
არის ხოლმე მომენტი, გინდა ვინმეს ან რამის სადიდებელი თქვა, ან დაწერო, მაგრამ ფორმას ვერ ნახულობ,
რადგან თვლი რომ სიტყვები ამას ვერ აღწერს, გეშინია რომ სრულად ვერ იტყვი და მერე პირიქით გულნაკლულობის გრძნობა დაგრჩება..
ყოველ წელს მინდა, ერთ და იმავე დროს ამ სიტყვების დაწერა, და ვერ ვწერ..
ბუნების საოცრება. ვთვლი რომ ასეთი მშვენიერი ცოტა რამეა ქვეყანაზე.
რომ ვუყურებ მეჩვენება რომ აქეთ ასხივებს.. მეჩვენება რომ, თვითონ არის სხივი.
და არ მტოვებს აზრი რომ რაღაც არამიწიერია.. კოსმოსი მახსენდება და, როცა ვუყურებ, სულ ვფიქრობ რომ კოსმოსიდან მოსული უცხო რაღაცაა,
რომელიც მერე დედამიწაზე დამკვიდრდა..
მაინც ვერ ვთქვი ყველაფერი..
მაგრამ არაუშავს.. ცოტა ხომ ვთქვი..
პასუხი აქ არის:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
და ვფიქრობ რომ ასეთია:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
რქაწითელი