ბინების შეძენა უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ
2019 წლის პირველ ნახევარში, თბილისში გაყიდული ბინების 8% უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მოდის. ზოგადად, უცხოელების მიერ თბილისში შეძენილი ბინების რაოდენობა 2015 წლიდან იზრდება, ყველაზე მაღალ მაჩვენებელს კი 2018 წელს მიაღწია, როდესაც მთლიანი წლის განმავლობაში, თბილისში გაყიდული ბინების 13% სწორედ უცხოელების მიერ იქნა შეძენილი. შესამჩნევი ცვლილებებია კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეების მიერ შეძენილ ბინებზე. თუ 2015 წლის მანძილზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის, რუსეთის მოქალაქეების მიერ შეძენილი ბინები 40%-ს შეადგენდა, 2018 წელს მათი რიცხვი 10%-ზე ჩამოვიდა. საგრძნობი მატებაა ირანის მოქალაქეების მიერ შეძენილ ბინებზე: 2015 წელს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის, მათი რიცხვი 2% იყო, 2018 წელს კი 61%. საერთო ჯამში კი,
2015 წლიდან დღემდე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გაყიდული ბინების 42% ირანზე მოდის, 18% რუსეთზე, 11% კი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებზე.https://livo.ge/udzravi-qonebis-kvleva/?fbc...qPkCaw27EV88v3Q