#55322532 · 3 Oct 2019, 08:44 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოშე ჭკვიანია. მუშაობს ქვეშეცნეულზე, შიშებზე, ზოოლოგიურ ოპტიმიზმზე. იყენებს მასლოუს პირველი საფეხურის არამყარობას, ხალხის დაბნეულობას, უკუდო სინიუტეს.
მეორე ტური მოიგო ბილბორდებმა. (ნუღა იმეორებთ ამ კარტოფილებს, რამდენიც მაგას ჯტყვით, იმდენი ქოცი კმაყოფილი ჩაიცინებს, მტკიცედ ვდგავართო.
მეორე ტურის შემდეგ ქვეყანას ჰყავს ყველაზე ძლიერი მთავრობა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში (ძლიერი მთავრობა არ ნიშნავს ძლიერ ქვეყანას ან ეფექტურ მFავრობას. ძლიერი ნიშნავს მდგრადს- თავის თავისთვის კარგს)
და ეს მGავრობა დგას სამ ფეხზე:
- ბიძინა, რომელსაც ბევრი ფული აქვს და რო რამე გაკუპონებისგან გვიხსნის, ესეიგი რისკი მოსულა - ბიძინა-გახარია-ღარიბაშვილის (იქაც კიდევ ორი ლიჩნიკი ორი ძალოვანი სამინისტროს მინისტრი) ვერტიკალი. პრესინგი მთელ მოედანზე, რომ ახალი არ გაჩნდეს და ძველს ავშარა ჰქონდეს ამოდებული. -(და მესამე, ესაა ეს თემა, მოშეს მიერ გაშალშI ნებული და ქოცთა იდეოლოგიასთან სინქრონში მყოფი) ნოლი შიში, რომ რუსებთან შემდეგი ომისას ჩვენ ვიქნებით მხარე, რომელსაც რუსეთი ომის მხარეობას (დაწყებასაც არა, მხარეობას) დააბრალებს. ანუ დაბრალების არგუმენტიც კი არ უნდა მიეცეს რუსეთს. მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩ ა თ ვ ლ ი ს მასსა, რომ მშვიდადაა.
და ყოველდღიური რიტუალური თავშიწამორტყმის უფლება სახელმწიფოსთვის. ანუ ხალხს ეძლევა უფლება ისიამოვნოს პატარპატარა კანონდარღვევებით.
ამ ბოლო ორი პირობის მიზანმიმართულობის საილუსტრაციოდ მოვიყვან ფაქტებს: გუგუთიანთკარის (სახელი მეშლება, სათქმელს არ ცვლის) პოსტის ჯერ აშენება ბუტაფორიად (ხის) და მერე ოსური სავუშაგოების აშენების "შემხედვარე" იმ პუნქტის საკუთარი ხელით დაშლა. გავრილოვის ჩამოყვანა, ბოდიშის არ მოხდა, ლავროვისFვის გასწორება, პრემიერი ხვეწნა რუსების მიმართ, ოღონდ ტურისტად ჩამოდითო. ეს ყველა ნაბიჯი იყო სიმბოლური დატვირთვის - ჩვენ ომის მიზეზი გამორიცხეთ რომ გავხდეთ. ეს მასის ყურისთვის არის სასიამოვნო ბაიათი.
და კანონების თავშიწამორტყმა, მასტურბაციასავით უმიზნო, მაგრამ დამაშოშმინებელი - კი! მე ეს შემიძლია! წამოვარტყამ საქართველოს და კიდევ შემრჩება :
ამისათვის ი ქ მ ნ ე ბ ა კანონები, რომელიც უ ნ დ ა დაირღვეს. - კანონი ლუდის სმის აკრძალვაზე - სიგარეტზე -ხმაურზე -ცელოფნის პარკებზე -ტაქსებზე - სავალდებულო სამხედრო სამსახურზე -
კანონი იწერება იმისთვის, რომ ყველამ დაარღვიოს 20%ში და დამრღვევთა 90%ს შერჩეს.
შედეგად
ეს ერი შიკოლადშია. ერთ მხრივ კეთილი და "ბრიყვი"მთავრობა, მეორე მხრივ მიშას მიერ დატოვებული ა წ ყ ო ბ ი ლ ი ბიუჯეტი, რომელითაც მთავრობა კეთილობას ყოველთვის იყიდის (ესეც მეოთხე ფეხი, სიმყარისთვის) და პუტინზე არანაკლები სიმყარის ადგილობრივი ასლან აბაშიძის (გინდა ბიძინას, გინდა ვინც გინდა) რეჟიმი სახეზე გვაქვს.
ძვრას ვერ ვუყოფთ.
სსრკს 70 წლისგან განსხვავებით დაშვებული ჯიჯღინის ასპარეზე (ინტერნეტი, მასმედიის სეგმენტი) და ამ ჯიჯღინის გაუვნებელყოფის (იგივე მასსა ინტერნეტში და მასსის ქვენა ინსტინქტების ინსტიტუციონალიზაცია (მარში, პატრიოტები, ილიას სNათესაო 70 000 ნათლული არმია) ინსტრუმენტები გვაავს. თუ ვინმე დაუსხლტა - პროკურატურა, არული ჩანაწერი, კომპრომატი და მისი ჯანი.
ჩემი რევოლუციის გარეშე, არაფერი გამოვა. მე კი, იმდენად არ მიყვარხართ, რომ პოლიტიკაში წავიდე და ვიღაც ბომჟ ნაძირალებს თავი ვაგინებინო.
მოდუნდით. ელცინს სსრკ არ დაუშლია. იყავი ბალანსში საკუთარ ცხოვრებასთან.
--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.
ბიძინა უნდა გაბანძდეს!
|