ინგა რომ ვინმეს მორალს მორალს წაუკითავს და კაი ადამიანობაზე დადებს თავს
ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას ინფორმაციით, მის მიმართ მუქარის საქმეზე პროკურატურამ ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა. გრიგოლია Facebook-ში წერს, რომ ფსიქიატრიული ექსპერტიზის განყოფილებაში მას ღია პალატებში აყურებინებდნენ პაციენტებს, შემდეგ კი, ფსიქოლოგმა და ფსიქიატრმა ექსპერტიზა ჩაუტარეს - მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის დასადგენად. მისი თქმით, "მალე სანანებელი გამიხდება", რომ სახელმწიფოს სთხოვა დაცვა.
"ერთი კვირის წინ პროკურატურამ მამცნო, რომ უნდა ჩამეტარებინა (მე) ექსპერტიზა, იმის დასადგენად, რა სტრესს განვიცდიდი ამ მანიაკის მუქარების და აკიდების გამო. მითხრეს, რომ ეს არის აუცილებელი, რადგან აკიდებაზე კანონი ითხოვს იმის დადასტურებას, რა მძიმედ ისახება ძალადობის კვალი ქალებზე. მითხრეს, რომ ეს იყო ჩვეულებრივი გასაუბრება ფსიქოლოგთან, რომელიც ჩემი სტრესის ხარისხს დაადგენდა. ცხადია, როგორც კანონმორჩილი ადამიანი, დავთანხმდი.
დღეს მქონდა ექსპერტიზა დანიშნული. წავედი ადვოკატთან ერთად და აქედან დაიწყო ჰიჩკოკის მეორე სერია. აღმოვჩნდი არა ჩვეულებრივ სამედიცინო დაწესებულებაში, არამედ გისოსებიან შენობაში, ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტში, ჩვეულებრივი საპატიმროა რა... გისოსებით, დაცვებით და ასე შემდეგ. კი გამიკვირდა, მაგრამ შევედი. ამიყვანეს რაღაც სართულზე და მოიცადეო. დავჯექი დერეფანში და უეცრად აღმოვაჩინე, რომ ვზივარ და ჩემს თვალწინ ხდება საოცრება - გაღებულია პალატის კარები (რკინის კარები, როგორიც ციხის საკნებს აქვს), კარს მიღმა ვხედავ, როგორ წვანან პაციენტები. ერთი გოგო დამამახსოვრდა, მოკუნტული, ადიელამიფარებული, იქით კიდევ სხვა...
გამოვშტერდი, რადგან დამსვეს ამ გაღებული პალატების კარებებთან და იძულებით ვუყურებდი ამ საშინელ სურათს. უცებ ჩამოვიშალე, ვერ მივხვდი, რატომ დამსვეს იქ და რატომ მაყურებინეს - როგორ წვანან პაციენტები... ადამიანის უფლებების რომელი მუხლი ითვალისწინებს, ძალადობით დასტრესილ ქალს აყურებინო ღია პალატებში, სადაც ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტის პაციენტები წვანან, ვერ ვხვდები... როცა გავაპროტესტე, მითხრა ვიღაც ასაკოვანმა ფსიქოლოგმა ქალმა, საშიშები არ არიანო, მანიაკები ზედა სართულებზე გვყვანანო ( მოწმეა ჩემი ადვოკატი, რომ რასაც ვყვები, არ ვაზვიადებ)...
საშინლად გავაპროტესტე, მითხრა,ჩვენი ბრალი არაა, ამ სურათს რომ უყურეთ, იმიტომ რომ ოთახები არ გვყოფნისო (!!!!!!!!!!!!!!!), ზუსტად იცოდნენ, რომ ხუთ საათზე ვიყავი დაბარებული ექსპერტიზაზე და ძალიან მიჭირს დავიჯერო, რომ საგანგებო დამთხვევა არ იყო ეს პალატების გაღებული კარები, სადაც ეს პაციენტები წვანან...
გამიჩნდა განცდა, რომ რაღაც ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდი... ნუ, ეს განცდა ამეკიდა და ვეღარ მოვიშორე... ამის მერე შემიყვანეს ოთხაში, სადაც მხვდება ოთხი ადამიანი და მეუბნებიან, რომ ექსპერტიზა უნდა ჩამიტარონ სათითაოდ ფსიქოლოგმა, ფსიქიატრმა და თერაპევტმა, რათა დაადგინონ,ფსიქოლოგიური მდგომარეობა როგორი მაქვს (ანუ ჯანმრთელი ფსიქიკის ვარ თუ არა)... გავაპროტესტე და ვიკითხე, რის ექსპერტიზას მიტარებდნენ და რას ადგენდნენ!!!
მეორე განცდა, რაც ამეკიდა ის იყო, რომ მე მიკვლევდნენ იმ დანაშაულზე, რომელსაც ის მანიაკი კაცი სჩადიოდა ჩემი მისამართით... გავაპროტესტე. მითხრეს, ჩვენ არაფერ შუაში ვართ, პროკურატურის მომართვაა თუ მოთხოვნაო (კარგად აღარ მახსოვს), მერე ჩემივე ადვოკატთან ერთად აღმოვჩნდი ვიღაც ფსიქოლოგ ქალთან, რომელმაც დამიწყო დაკითხვა, ბავშვობიდან დღემდე რაიმე დამაწყნარებელ მედიკამენტებს ვიღებდი თუ არა. ეგ რა შუაშია მომხდარ დანაშაულთან თქო, რომ ვიკითხე, პასუხი იგივე იყო - ჩემს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ამოწმებენ პროკურატურის მოთხოვნით.
ჩამიტარა რაღაც ტესტი ფერებით და გამომიცხადა, ამ ტესტის მიხედვით, თქვენ ხშირად გაქვთ ილუზორულ სამყაროში გადასვლის მცდელობაო თუ რაღაც ასეთი!!!
ჩემი მესამე განცდა ის იყო, რომ ამ ტესტით ქალმა მითხრა - ხშირად მაქვს ილუზიებისკენ სწრაფვა და ეს რასაც ნიშნავს, კი მიხვდებით. ძალადობაზე აღძრულ დანაშაულზე კი არ მელაპარაკებიან, იმას არკვევენ, ნორმალური ვარ თუ არა - მე ასე გავიგე ეს ამბავი. ან ხომ არ ვიგონებ ალბათ რამეს (გამოძიებას ხელთ აქვს მუქარაც, მესიჯებიც, რომელიც წლების განმავლობაში იგზავნებოდა ჩემთან, ფაქტებიც, მაგრამ მაინც მე მიტარებდნენ ექსპერტიზას...
მერე რაც მოხდა, აქ აღარ მოვყვები. ასე იცავენ თურმე ძალადობის მსხვერპლ ქალებს. ძალიან მოკლედ და ძალიან ლაითად დავწერე დღევანდელი ამბავი. გაცილებით მძიმე იყო სიტუაცია. მალე სანანებელი გამიხდება, რომ საერთოდ ხმა ამოვიღე და სახელმწიფოს ვთხოვე დაცვა" - წერს გრიგოლია.
დაისტრესა გოგჩო, როგორ ეკადრებოდა მის აღმატებულებას

რა დაქნეული უნდა იყოს ტიპი ამას რომ აეკიდება