აფხაზი ვარ, გუდაუთიდან, დაურ ცვიჟბა
რა მინდა გითხრათ, მოკლედ შემოთავაზება მაქვს
ეს ფედერაცია კონფედერაცია, ზღაპრებია, ჩავლილი მატარებელია და წერტილი
დამოუკიდებლობა გვინდა, საკუთარი ფერი პოლიტიკურ რუკაზე, აფხაზეთი ნაკრები იტალიას რომ ხვდებოდეს, სოხუმის დინამო ჩემპიონთა ლიგაზე და ა.შ.
საქართველოს გარეშე აღიარება არ გამოდის, 26 წელი გავიდა და რა? ნაურუ, ტუვალუ თავისმოტყუებაა, რუსეთმა მეტი ვერ შეძლო, პრინციპში დიდად თავიც არ მოუკლავს, კიდე 30 წელიც რომ გავიხედოთ წინ არ ჩანს პერსპექტივა
რუსეთი გვეხმარება გარკვეულწილად, ზომიერად, მაგრამ ვხვდებით რაც უნდათ, შტერები ხომ არ ვართ, აი ის ვარიანტია პრესტიჟულ უბანში ძვირადღირებულ სახლში
მცხოვრებ მოხუცს რომ გარე ნათესავი უვლის, აი ხო, თითქოს პური და მაწონი ამოაქვს მაგრამ თვალებზე რომ აწერია შენ სიკვდილს ელოდება, ეგაა რა რუსეთის დახმარება, ტერიტორიის დათრევა უნდა
მოკლედ რას გთავაზობთ
"მიწა აღიარების სანაცვლოდ"
ევროკავშირის და რუსეთის შუამდგომლობით, გაეროს ჩართულობით, გვაღიარეთ დამოუკიდებელი აფხაზეთი "სოხუმი და ჩრდილოეთი" ფსოუმდე
და ვათავისუფლებთ ტერიტორიას "სოხუმი და სამხრეთი" ენგურამდე (თვითონ სოხუმის გაყოფის პრინციპზე ცალკე ვიმსჯელოთ)
გათავისუფლებულ ტერიტორიაზე აბრუნებთ დევნილებს, აშენებთ ქალაქებს ჩვენს ჯინაზე

როგორც ბათუმი და ა.შ.
ჩვენ ჩვენ თავს მივხედავთ, რუსეთის საფრთხეს გავანეიტრალებთ სამუდამოთ და თქვენსასაც და ჩვენც ავშენდებით, გაიხსნება გზები, რკინიგზები, ავიაცია, ინვესტიციები, დასავლური კაპიტალი და ა.შ.
რას ფიქრობთ?
აფხაზი არ ვარ, არ მაგინოთ, არც ეგენი არაფერს გვთავაზობენ, მაგის ტვინი ვინ მიცათ, კიდეც რომ გვთავაზობდნენ ჩემი პირადი აზრია, რომ უნდა დაველოდოთ
მომენტს, რომელიც პოსტპუტინურ ეპოქაში აუცილებლად გაჩნდება და ავიღოთ მთლიანად
უბრალოდ დისკუსიისთვის გაიხსნა თემა, ინსპირაცია შტაინმაიერის ჩამოსვლაა
This post has been edited by _GEORGIA_ on 4 Oct 2019, 16:25