საქართველოს ბანკიდან მჭირდება კანადურ ბანკში გადავრიცხო ამერიკული დოლარის ანგარიშზე თანხა.
ყველა საჭირო ინფორმაცია მაქვს, მაგრამ კანადური ბანკის ანგარიში არ შეიცავს ბანკის კოდს (institution number) და ფილიალის კოდს (transit number) რომელიც მათ ესაჭიროებათ მაგრამ არაა მიბმული ანგარიშის ნომერზე და ცალკე ველებია მათ სისტემაში. არაა საუბარი swift code -ზე, ეგ მაქვს ცალკე.
როგორც ჩანს კანადა არ იყენებს IBAN სტილის ანგარიშის ნომრებს, და მის ნაცვლად იყენებს Routing Number-ს.
აი ეს ინფორმაცია მოვიძიე:
https://en.wikipedia.org/wiki/International..._Account_Numberhttps://en.wikipedia.org/wiki/Routing_number_(Canada)საქართველოს ბანკში კი ასეთი ველები არ არის, და დახმარებითაც ვერ მეხმარებიან ოპერატორები.
კანადური ბანკი მეუბნება რომ სჭირდებათ ეს ველები:
მიმღების სახელი
ანგარიშის ნომერი (account number)
ბანკის ნომერი (institution number)
ფილიალის ნომერი (transit number)
ფილიალის მისამართი
სვიფტ კოდი
გასაგებიცაა მათი გადმოსახედიდან, ანგარიშის ნომერი პატარა, სულ რაღაც ექვს ციფრა რიცხვია, ასე რომ დამატებით ბანკის და ფილიალის კოდის გარეშე ვერ მოახერხებენ ჩარიცხვას.
როგორ მოვიქცე?
This post has been edited by zardaxsha on 10 Oct 2019, 06:57