დავრეკე 7-ჯერ მინიმუმ
პირველად რომ დავრეკე გადამამისამართეს მასწავლებელთა სახლთან
ვინც მიპასუხა იმან კი რასაც ამბობ სწორია მაგრამ მოიცა სხვასთან გადაგრთავ იმან ზუსტად იცის და დაელაპარაკეო
გადამამისამართა ვიღაცასთან მაგრამ გაითიშა
დავრეკე მეორედ
მივუთითე მასწავლებელთა სახლის შიდა ნომერი ოპერატორს ავუხსენი ამ საკითხთან დაკავშირებით ვრეკავ წეღან ვიღაცასთან გადამრთეს და გაითიშა-მეთქი
მოიცა გადაგრთავო და ისევ გაითიშა
დავრეკე კიდევ ერთხელ ვუთხარი ასე და ასე იყო-მეთქი და დამეხმარეთ ოღონდ ისე რომ არ გაითიშოს კაიო
არ გაითიშა მაგრამ იმ ვიღაცამ ახლა სამინისტროში დარეკე და უთხარი საფინანსო განყოფილებას დაგაკავშირონო
დავრეკე
გამომკითხეს ჯერ ყველაფერი დაელოდეთ გადაგრთავთო გმადლობთ მეთქი და არავინ მიპასუხა
დავრეკე კიდევ ერთხელ ასე ასე და ასე იყო და არ მპასუხობენ-მეთქი
დამელოდეო
დაველოდე
უფროსთან არის შესული ვისაც ურეკავ შენ და ნახევარ საათში დარეკეო
დავრეკე
ისევ ავუხსენი ოპერატორს გადამამისამრთა
და ისევ არ მიპასუხა არავინ
რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ დავრეკე
ისევ ავუხსენი ასე და ასე იყო-მეთქი
დაველოდე
მიპასუხა დავაზუსტე რაც მაინტერესებდა
მაგრამ
რომ ვრეკავდი ხან მეოთხე ვიყავი ხან მეთერთმეტე ხან მეცხრე