"ჰეპატოლოგი ჯაბა ზარქუა იხსენებს შემთხვევებს, როცა პაციენტებს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტში ჩართვისა და მკურნალობის დაწყებისგან მღვდლები აბრკოლებდნენ.
ექიმის თქმით, მღვდლები პაციენტებს ეუბნებოდნენ, რომ არ იცოდნენ, მომავალში რა შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა მკურნალობას და ამაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებდნენ:
“ერთი წლის წინ მყავდა ორი ახალგაზრდა პაციენტი, რომლებსაც მღვდელი აბრკოლებდა. მკურნალობის დაწყებამდე ეუბნებოდა, რომ არ იცოდა, მკურნალობას რა შედეგები შეიძლებოდა მოჰყოლოდა მომავალში და ამაზე თავად პასუხისმგებლობას არ აიღებდა. დიდი მოწადინების შედეგად დავაჯერე პაციენტები, რომ მღვდლის საქმე არაა მკურნალობის დანიშვნა და გვერდითი მოვლენების კონტროლი, ისევე როგორც ჩემი საქმე არაა პაციენტის სულზე ზრუნვა და ზიარება. პაციენტებთან ვირუსი გავანადგურეთ”, – ამბობს ზარქუა."
დიახ ეს არის არა იეჰოვის მოწმეები არამედ მართლმადიდებლობა, სახელმწიფომ უნდა გაბედოს და დაამარცხოს რელიგია, ჩემი ხელისუფლება ასეთი იქნებოდა, აუხსნიდა ხალხს რომ რელიგია ეს არის ტრადიცია, ჩვენ კულტურის ნაწილი რომელსაც ობიექტურ ჭეშმარიტებებთანს საერთო არაფერი აქვს. რომ ლოცვა, ეს არის პლაცებოს ეფექტით მოგვრილი შვება ხოლო გამოჯანმრთელების სასწაული კი მედიცინა. ეს უნდა გაკეთდეს განათლების სისტემაში რელიგიის როგორც საგნის შეტანით, რომელშიც ახსნილი იქნება ყველა რელიგია როგორც კულტურული კონსტრუქცია. საბავშვო დონეზე იქნება ახსნილი დურკჰიმის და ვებერის რელიგიის სოციოლოგია. ახსნილი იქნება რელიგიის იწილობიწილო და სრულიად გამოაშკარავებული იქნება რელიგიური აფერისტობები. ეს თუ სახელმწიფომ არ გააკეთა ხალხი ამას ვერ მიხვდება. 87 % იმ ფონზე როცა ეკლესია ცურავს მცონარებასა და მომხვეჭელობაში, რომელიც იმდენად აქოთდა რომ ერთმანეთს ციანიდებით წამლავენ ან მოწმავლას აბრალებენ, სახელმწიფომ უნდა დაეხმაროს ხალხს რომ განიკურნონ ილუზიისგან.
ნაკადული იხილეთ აქ
https://netgazeti.ge/news/395941/?fbclid=Iw...CxCYTMNyHDo7uU8