კაროჩე მგონი სწორად მოვიქცევი, თუ ჩემს ჩანაფიქრებს აქ, ფორუმზე გადმოვცემ წერილობით ფორმაში:
ესეიგი, დავიწყებ პრიორიტული ეშელონის ზემოდან, უმთავრესიდან და ბოლოს საიდ-ქუესთებით დავამთავრებ.
პირველ რიგში, მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი ფირმა: "ხვადო მოტორსი", რომლის ულტიმატური მიზანიც გახლავთ ქალაქ-გარეთ, ერთი კოხტა გარაჟი ზედ აბრა ლოგოთი და პარკინგით ერთი 20 მანქანა რო ეტეოდეს იმხელა. აუცილებელი პირობა არის - დასაწყისისთვის მხოლოდ გერმანიიდან ახლად იმპორტირებული ავტომობილები უნდა იყიდებოდეს და ეტაპობრივად შესაძლოა ამერიკული მასსლ-ქარების და სპორტული ავტომობილების დამატებაც (თუ რა თქმა უნდა საშუალება იქნება). აქვე დავამატებ, რომ ჩემი გატაცება, ფოტოგრაფიაა, რაც ჩემი აზრით, დიდი პლუსია დღევანდელ ციფრულ და სოციალურ მედია სამყაროში.
ფირმა რეგისტრირებულია საფრანგეთში და ამჟამად დასაქმებული არავინაა, მხოლოდ მე ვარ, მისი დამფუძნებელი ჩიf ეგზეკუტივ ოფიცერი.
ვფიქრობ, არ იქნებოდა ურიგო ამ ბიზნეს-მოდელით, იდეითა და საქმიანობით დაინტერესებული ადამიანების პოვნა ერთი კაი აბაროტის გასაკეთებლად.
შესაბამისად, ვეძებ რამოდენიმე ენაზე (ENG, FR, D) მოსაუბრე კადრებს. ასევე აუცილებელია მინიმუმ 5 წლიანი მართვის მოწმობა და გამოცდილება.
ნელა ნელა, განვითარების კვალ და კვალ ფირმაში დასაქმების მსურველებისთვის კრიტერიუმებიც განვითარდება და გამრავლდება. დაგვჭირდება ვებ-მასტერები, გრაფიკული დიზაინერები, ბუღალტერები, ფოტოგრაფები და ა.შ.
დანარჩენ აზრებს მერე განვავრცობ. დღეისათვის სულ ეს იყო.
ვიმედოვნებ, ვინმე ისეთი წაიკითხავს, ვინც ან საფრანგეთში იმყოფება, ან გერმანიაში... ანდაც საქართველოში და ეხერხება სარფიან ფასად ფორდ მუსტანგებისა და კორვეტების გამოწერა ამერიკიდან ან ვაბშე ამერიკაში თუ ხართ ვინმე და შეგიძლიათ საფრანგეთში სადმე ჩრდილო-დასავლეთის რომელიმე პორტში გემით მუსტანგების შემოზიდვა - დამიკავშირდით