5-6 ოქტომბერს „თბილისობა 2019“ გაიმართება. საზეიმო ღონისძიებებისთვის უკვე შერჩეულია ადგილმდებარეობები – რიყე, ლეღვთახევი, მეტეხის ხიდი, ევროპისა და ორბელიანის მოედნები.
თბილისობის წლევანდელი პროგრამა განახლებულია და მრავალფეროვან აქტივობებს მოიცავს. ღონისძიებებს შორის იქნება საბავშვო კონცერტები და ატრაქციონები; კულინარიის, ტკბილეულისა და ყვავილების ფესტივალები; კოსტიუმირებული მსვლელობები და სპორტული აქტივობები; „მულტიეთნიკური თბილისი“ რიყეზე; ორბელიანის ღია ბაზარი; პროექტი „გვიდიროჟორე“; თბილისთან დაძმობილებული ქალაქების პავილიონები; მუსიკალური წარმოდგენები და სხვა.
ლეღვთახევში მოეწყობა „მუზეუმი ღია ცის ქვეშ“, სადაც წარმოდგენილი იქნება პროექცია კლდეზე: ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების ვიდეოები, ცნობილი ფერწერული ნამუშევრები და ა.შ. ამ ადგილის დათვალიერებისას ინსტალაციის შესაბამისად შეიცვლება მუსიკა და გამოსახულება. მეტეხის ხიდზე კი სპორტული და რარიტეტული ავტომანქანების გამოფენა მოეწყობა.
5 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ორბელიანის მოედანზე გაიმართება საპატიო თბილისელების დაჯილდოება და გალაკონცერტი – „მე ვარ თბილისი“. ღონისძიებაზე სახელოვანი წინაპრების პარალელურად, წარმოჩენილი იქნება ახალი თაობა, როგორც დედაქალაქის წინსვლისა და უკეთესი მომავლის საწინდარი.
საღამოში მონაწილეობას მიიღებენ საშემსრულებლო ხელოვნების თვალსაჩინო მოღვაწეები და სახელგანთქმული კოლექტივები. წარმოდგენილი იქნება: „დილის საარი“, მოძრაობის თეატრის კომპოზიცია; ცინუკი დადიანის კადრები და ნუკრი კაპანაძე – „გამარჯობა, ჩემო თბილის ქალაქო“; „საჰაერო კინტაური“; სოფიკო ჭიაურელი და ნატო მურვანიძე „კინტაური „ხანუმადან“; გიორგი სუხიტაშვილის გამოსვლა; ლადო გუდიაშვილის ცეკვა და მოძრაობის თეატრის კომპოზიცია – „ქართველი მხატვრები“; კახი კავსაძის ჩანაწერი, ბელა მირიანაშვილის კადრები. მიშო ჯავახიშვილი და ნანუკა ხუსკივაძე – „ქარი კვლავ არხევს“; ნინო რამიშვილის „ჯეირანი“, „სუხიშვილების“ „დავლური“ და „ყარაჩოღლური“; გიული ჩოხელი და ნოდარიკო ხუციშვილი – კომპოზიცია „მოგონებები“; ჭაბუკიანის კადრები და ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო დასის ნომერი; ნანული აბესაძე – „შენ, მხოლოდ შენ“; გოგი ალექსიძისა და მარიამ ალექსიძის ნომერი – ერთგვარი ერთობლივი ცეკვა გალაკტიონის ლექსზე); გოგი დოლიძის კადრები – ეკა მამალაძე და მიშო ჯავახიშვილი – „მონატრება“; კონცერტის დასასრულს კი ნანი ბრეგვაძე – „მუხამბაზი“ და ფინალური ნომერი, მიშა მდინარაძის მუსიკალური კომპოზიცია, რომელსაც ყველა მომღერალი ერთად შეასრულებს.
თბილისობის დასასრულს, 6 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ევროპის მოედანზე, დედაქალაქის მერიის მიერ დაფუძნებული თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება განუმეორებელი სანახაობა – „მუარე იქსფირიენს“, რომელიც წარმოადგენს აკრობატების საჰაერო შოუს როკ მუსიკის თანხლებით.
https://metronome.ge/story/226524მე უკვე ვიგრძენი რომ თბილისელი ვარ. შეხვედრა დანიშნეს 0900ზე შარდენზე. ჰეჰ მეთქი ბებერ ოღრაშს ვერ გააცურებთ თქვა და 8საათზე სახლიდან გამოვაჭერი და სწორედაც მოვიქეცი. უკვე ადგილზე ვიყავი: მოწესრიგებული და სიფთა. კაკაოსაც ვწრუპავდი.
აი დანარჩენმა ჯიგიტებმა კი დააგვიანეს. თლა უმფროსის გარდა, რომელიც მგონი სამსახურში ცხოვრობს. და ყველამ ხელი გაიშვირა გადაკეტილი ევროპის მოედნისკენ.
ჰო და რა ვითარებაა? რა მდგომარეობაა? აგერ არის პროგრამა ზემოთ. რა მოგწონთ რა არ მოგწონთ?
ხომ არ ჯობია იყოს ერთ დღიანი დღესასწაული და ვთქვათ იყოს პარადის სახით?
რუსთაველზე ჩაივლიან და ევროპის მოედანზე დაბანაკდებიან.
ვინმემ დათვალა ამ ფესტივალის დროს რამდენს ვხარჯავთ და რა შემოსავალს ვღებულობთ?
ფინანსური მაჩვენებლები. ან რამდენად უწევს რეკლამას ჩვენ დედაქალაქს მსგავსი ღონისძიება?
გვაქვს თუ არა ამის ჩატარების ბოდიში და საჯდომი?
ცოტა ხომ არ ტეხავს, როდესაც ყველა ქუჩა გადათხრილია გარშემო: ამ ნანგრევებში ქეიფი?
მაგალთად გლდანში: ქუჩაში, მტვერში მწვადის შეწვა და სადღეგრძელოები?
შემთხვევით ამ ორდღიანი დღესასწაულის დროს ვირაცა ფულს ხომ არ ღუნავს?
ასევე წარმოადგენს თუ არა ეს დღესასწაული: პროვინციელებისთვის(და არა სოფლელებისთვის!!!) დედაქალაქელთა თვალწინთავისი ეგოს დემონსტრირების კიდევ ერთ საშუალებას? როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი თვისებების ჩვენების ასპარეზს?
სად მიაშარდავენ ყველაზე მეტს:
ა) სადარბაზოებში
ბ) ბიოტუალეტებში
ც) გორგასალი/ბარათაშვილის ხიდის სვეტების კუთხეებში
დ) იქვე
Smile man . . . God loves you . . . .
Don't want to die? Don't be born . . .
If u are walkin' through hell . . . Keep walkin' . . .
"De Woch fangt scho guat o "