gabisonia
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 6620
წევრი No.: 15812
რეგისტრ.: 30-December 05
|
#13176024 · 31 Mar 2009, 15:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოჯადოებული წრეა რა საქართველოში, დაიწყეს ჩვენმა ნაბოზარმა ჟურბნალისტებმა რუსეთზე და მის დამქაშებზე პიარის აგორება, რუსებს უყვართ ქართველებიო ბლიად.
აი თიკუნია ტაკუნას ინტერვიოუ. სახეები
«ეს კაცი იმას არ იმსახურებს, რომ ერი შეეწიროს!»
«ავირჩიოთ ისეთი პრეზიდენტი, რომელიც მეგობრებს შეგვძენს და არა მტრებს»
«სააკაშვილმა ნახა წარმატებაც და დიდი ფულიც, რასაც ვერ გაუძლო»
პოპულარულ ტელეწამყვან თიკა კანდელაკსა და «კვირის პალიტრას» შორის სატელეფონო საუბარი საქართველოში შექმნილ ვითარებაზე შედგა. როგორც თიკა ამბობს, ქვეყანას მართავს პრეზიდენტი, რომელმაც უამრავი მტერი შეგვძინა. თუმც, არც ოპოზიციაში ეგულება პრეზიდენტობის რეალური კანდიდატი.
- თიკა, ერთხელ თქვით, რომ პრეზიდენტობას აპირებთ. რატომ გაგიჩნდათ პოლიტიკური ამბიცია?
- პოლიტიკურ ამბიციაზე ლაპარაკი ნაადრევია. ვფიქრობ, პოლიტიკაში ღატაკები არ უნდა მოვიდნენ, ისინი, ვისაც არ აქვთ ფული, ბიზნესი და ფულს პოლიტიკოსობით შოულობენ. ამიტომაც მაქვს ბიზნესი. როდესაც საკმარისი კაპიტალი მექნება, მხოლოდ ამის შემდეგ გავბედავ პოლიტიკაში წასვლას.
- და მაინც, რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკოსობა?
- ძალზე აქტიური ვარ. ძალიან კარგად გამომდის ბიზნესში საქმიანობაც და ადამიანებთან კომუნიკაციაც. იმ თვისებებიდან და ენერგიიდან გამომდინარე, რომელიც მაქვს, ადვილად მივაღწიე პროფესიულ წარმატებას. თუ ასეთივე წარმატება მხვდება წილად ბიზნესში, ამას რა სჯობს! პოლიტიკაში არ უნდა მიხვიდე იმიტომ, რომ ტელეეთერში მიგიწვიონ, საკუთარი თვითმფრინავით იფრინო; არ უნდა მოხვიდე იმიტომ, რომ გიყვარს ლამაზი ქალები და საათები. ლამაზი ქალები და საათები თუ გიყვარს, მაშინ რეპერი გახდი, რაღა მაინცდამაინც პრეზიდენტი!
მახსოვს, ჩემი მეგობრის დედასთან მკითხავი მოვიდა. მაშინ 15 წლის ვიყავი. მე ასეთი რამ მითხრა: გათხოვდები, შვილები გეყოლება, ბევრ რამეს მიაღწევ, მაგრამ დადგება დრო, როდესაც უამრავ ხალხთან გექნება ურთიერთობა და ვალდებულებები დაგეკისრება. მაშინ გამეცინა, მაგრამ 27-28 წლის რომ გავხდი, გამახსენდა ეს ამბავი და დავფიქრდი. დღესაც კი უამრავი ადამიანის წინაშე მაქვს ვალდებულება აღებული, რამდენიმე კომპანია მაქვს და უამრავი ადამიანია ჩემზე დამოკიდებული.
- ვიცი, რომ საქართველოს პრეზიდენტზე რადიკალური აზრი გაქვთ...
- ის, რასაც საქართველოს პრეზიდენტზე ვფიქრობ, მთელმა ქვეყანამ იცის. იგი არ არის ფსიქოლოგიურად და პოლიტიკურად მზად იმისათვის, რომ ქვეყნის ხელმძღვანელი იყოს.
სააკაშვილმა ნახა წარმატებაც და პირველი დიდი ფულიც და ვერ გაუძლო. როდესაც პოლიტიკაში მოვიდა, ერთი ჩვეულებრივი ადამიანი იყო. ხელისუფლება დიდი ცდუნებაა. რამდენი წელია, რაც მიშა საქართველოს პრეზიდენტია და რა შედეგი აქვს მის პოლიტიკას და რა დღეში ვართ, ყველა ხედავთ...
- საქართველოს დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაზე რა აზრის ხართ, კერძოდ, 9 აპრილზე?
- საშინელებაა! დღეს დილით დამირეკეს და მიამბეს, რაც თბილისში ხდება, რომ ბურჯანაძის პარტიის წევრები დაუპატიმრებიათ. ვიცოდი, ასე იქნებოდა, ვამბობდი კიდეც, მალე მიშას აგონია დაეწყება-მეთქი. როდემდე გაგრძელდება და რას მოუტანს ეს საქართველოს, არავინ იცის. ქართველები ისეთი ხალხი ვართ, თუ გადადგა და თუ აღარ იქნება პრეზიდენტი, ქვას ქვაზე არ დავტოვებთ, ყველაფერზე წავალთ, რომ გავიგოთ, როგორ იშოვა ფული, როგორ ცხოვრობდა, რა კონტაქტები ჰქონდა ბიზნესთან, ყველაფერი, რაც იყო დამალული, ცხადი გახდება. სააკაშვილი თუ დარჩა საქართველოში, ციხეში უნდა ჩავსვათ.
- თუ ასეა, მისი წინამორბედიც ციხეში უნდა იჯდეს...
- ედუარდ შევარდნაძე საქართველოს სათავეში ისეთ დროს იდგა, როდესაც ქვეყანა კი არა, მსოფლიო იცვლებოდა, ის მაინც სხვა იყო... მას შემდეგ მოვიდა კაცი და თქვა, მე ვიქნები უკეთესიო. მაგრამ მოგვატყუა...
- ახლაც იგივე ხომ არ მეორდება?
- სამწუხაროდ... ჩვენ არ გვაქვს ნორმალური პოლიტიკური ფუძე. ოპოზიციაშიც კი არ არის პოლიტიკური ელიტა. ბარაქ ობამას დღევანდელ კაბინეტს თუ შეხედავთ, მიხვდებით, რომ მისი წევრები პოლიტიკური ოჯახებიდან, დინასტიებიდან მოდიან. ჩვენთან კი ბევრი, ვინც დღეს პოლიტიკაშია, გუშინ ეზოში იდგა. საშინელებაა, მიხეილ სააკაშვილი რომ რჩება ქვეყნის პრეზიდენტად, თუმცა ეს ოპოზიციაც ვერ შეუქმნის საქართველოს ნათელ მომავალს. ხალხს იმედი აქვს, თუ ირაკლი ალასანია მოვიდა ქვეყნის სათავეში, უკეთესი იქნება, ვიდრე სააკაშვილიო. მთავარი პრობლემა ის არის, რომ არჩევანი არ გვაქვს: ზურაბ ნოღაიდელი, ნინო ბურჯანაძე და ირაკლი ალასანია, - სამივენი სააკაშვილს ედგნენ გვერდით წლების განმავლობაში. ეს უბედურებაა. ბურჯანაძე, მიუხედავად იმისა, რომ 7 ნოემბერს იდგა სააკაშვილის გვერდით და მის ბრძანებებს ასრულებდა, მაინც ქალია, თანაც საღი გონების. ბოდიშს ვიხდი და, არ სვამს მაინც, კაცებში არ დადის და ისეთი ცხოვრებით არ ცხოვრობს, როგორითაც სააკაშვილი...
დღეს ციხეში ზის ჩემი უახლოესი მეგობარი შალვა რამიშვილი, რომლის საქმეზე სამჯერ ჩამოვედი თბილისში. გჯერათ, რომ შალვამ აიღო ქრთამი? რამდენი წელია ტელევიზიაში ვმუშაობ და შემიძლია ნებისმიერი სახით დავამონტაჟო მასალა. მე, თიკა კანდელაკი, არც დღეს და არც 3 და 10 წლის წინ დავიჯერებდი, რომ შალვა რამიშვილი მექრთამეა. ეს არის წმინდა წყლის პროვოკაცია. სააკაშვილს ეშინოდა რამიშვილის და ამიტომაც ჩასვა ციხეში.
- ერთხელ «მაესტროს» ეთერში გიორგი გაჩეჩილაძესთანაც დარეკეთ...
- უცნობი და მისი პროექტი «საკანი ¹5» ფსიქიატრივითაა, რაც ჩვენს ერს სჭირდება, მაგრამ არა იმიტომ, რომ გავგიჟდით და უნდა გვიმკურნალოს, არამედ გვჭირდება კაცი, რომელიც ადამიანური ენით აგვიხსნის ყველაფერს. ჩვენ ხომ უპატრონო ხალხი ვართ? ისეთ ეკონომიკურ სიტუაციაში, როგორშიც მთელი მსოფლიო და საქართველოა, ხალხს ძალიან სჭირდება ერის სიმბოლო. ბარაქ ობამას არ აქვს მნიშვნელოვანი პოლიტიკური წარსული, მაგრამ ამერიკელებმა ერის გასაერთიანებლად მისგან სიმბოლო შექმნეს. უცნობის გარშემოც უამრავი მოაზროვნე ადამიანი შეიკრიბა და ეს მისასალმებელია.
- უცნობს პრეზიდენტმა ერთ-ერთ უცხოელ ჟურნალისტთან ერთი გიჟი მსახიობი უწოდა...
- სასაცილოა. პრეზიდენტი მეც ხშირად «მამკობს» და არა მხოლოდ მე, ყველას, ვინც მას აკრიტიკებს. უცნობისთვის ეს რეკლამაა, მეტი არაფერი.
- ბევრი ფიქრობს, რომ ქვეყანაში არეულობა რუსეთს ხელს მოუთბობს...
- ამ ჭორს მხოლოდ სააკაშვილის გუნდი ავრცელებს. ისეთი ეკონომიკური კრიზისია, რომ დღეს რუსეთი მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს. რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობა უნდა აღდგეს. უამისოდ საქართველოს წინსვლა გამორიცხულია. რატომ? სააკაშვილს პირადად ჩემთვის უთქვამს, ავაშენებ სასტუმროებს და საქართველო იქნება ისეთი ტურისტული ქვეყანა, როგორიც რუსეთს არც დაესიზმრებაო. რა გააკეთა>? გატენილია ტურისტებით ჩვენი ქვეყანა? არა მგონია...
- როგორც ქართველს, პრობლემა ხომ არ შეგქმნიათ რუსეთში?
- არა! მე, თიკა კანდელაკი - ერთადერთი წამყვანი ვარ ამ ქვეყანაში, რომელიც სამ არხზე ერთდროულად ვმუშაობ. დაიჯერეთ, ხალხნო, რუსებს უყვართ ქართველები, ქართული რესტორნები გადატენილია. ის თაობა, რომელიც ბათუმში ისვენებდა, თბილისში დადიოდა და საქართველო, მისი კულტურა, ისტორია, კერძები უყვარს, ჯერ არ მომკვდარა. ეს არის ის ხალხი, რომელიც ყოველთვის ჩამოვა ჩვენს სამშობლოში, ჩამოიტანს ფულს და რომელსაც ახსნა-განმარტება არ სჭირდება, ვინ არიან ქართველები. ამერიკელებმა ეს ვერ გაიგეს და ვერც გაიგებენ.
- გინდათ თქვათ, რომ რუსეთს საქართველოში სტრატეგიული მიზნები არ ამოძრავებს?
- რად უნდა რუსეთს საქართველო? მსოფლიოს 1/6 რუსეთია. ცხადია, სტრატეგიული ინტერესი, ისევე, როგორც ამერიკას, აქვს, მაგრამ რუსულ ფულზე თურქეთი აშენდა. გამოვიყენოთ ამერიკაც და რუსეთიც. მე ერთადერთ გამოსავალს ვხედავ: ქვეყნის სათავეში უნდა მოვიდეს ისეთი პრეზიდენტი, რომელიც ბევრ მეგობარს გაგვიჩენს. საქართველოს უკვე ჰყავდა ისეთი მმართველი, რომელმაც უამრავი მტერი შეგვძინა, ახლა ავირჩიოთ ისეთი პრეზიდენტი, რომელიც მეგობრებს შეგვძენს და არა მტრებს.
- «ევროვიზიაზე» ატეხილ სკანდალზე რას იტყვით?
- ჩვენი კულტურის სიძლიერე სიმღერაშია. კარგი იქნებოდა, ჩამოსულიყვნენ ქართველები და მოეგოთ «ევროვიზიის» კონკურსი. ვწუხვარ, ერთმა კაცმა რომ გადაწყვიტა ყველაფერი და დრო დავკარგეთ. სიმღერა We on't Wanna Put in სისულელეა და მეტი არაფერი! ეს სიმღერა სააკაშვილს რომ ემღერა, სასაცილო მაინც იქნებოდა. სიმღერა პოლიტიკურად იყო დატვირთული და სააკაშვილის მიზნებს ემსახურებოდა. ერთმა სატელეფონო ზარმა გადაწყვიტა ყველაფერი. ვერ ვიტყვი, რომ სიმღერა საკონკურსოდ ხალხმა აირჩია, ეს მიშას გაკეთებულია.
- «ევროვიზიაზე» სკინჰედების დაჯგუფებები მართლა ემზადებოდნენ ქართველების დასარბევად?
- სააკაშვილს უნდოდა ხალხის დაშინება, თორემ რუსი დიასპორა ემზადებოდა ქართველების შესახვედრად, რომ ძველი მეგობრობა კვლავ აღმდგარიყო. სააკაშვილს აწყობს პანიკა. «ევროვიზიაში» მონაწილეობის შანსი თავისი სულელური ნაბიჯით დაგვაკარგვინა. ქართველებო, ჩვენი პრეზიდენტი იმის ღირსი არ არის, რომ სისხლი დაიღვაროს! ეს კაცი იმას არ იმსახურებს, რომ ერი შეეწიროს, ისედაც ცოტანი ვართ და თითოეული ჩვენგანის სიცოცხლე ფასდაუდებელია.
ხალხო, გთხოვთ, გაუფრთხილდით თავს!
, აბა ტაში ტუში 9 აპრილს და სროლები, ძახილი ხალხიოოოო ძირს ესაა გაუმააა-რჯოოს, ბარგს ვალაგებ.
[BLBH,TUBIDBKB gjkbnjkjub 3CDJ,JLYFBF
|