#55342805 · 8 Oct 2019, 08:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჭეშმარიტება # 1 ჩვენ ჩვენ პროფესიაში, კარიერის განმავლობაში არანაკლებ 20 კაცს ვიცნობთ, რომლებიც პროფესიით პოლიტიკოსთა 80%ს (უჩინარები ან დებილობების მოქადაგეები) აღემატება ინტელექტით, განათლებით და არ ჩამოუვარდება პატრიოტობით (მინიმუმ არ ჩამოუვარდება).
ჭეშმარიტება #2 პოლიტიკოსების მმართველი ლიგა რაც უფრო ხარისხიანია, მით უფრო ხარისხიანია ქვეყნის ცხოვრება და უკეთესია პერსპექტივა.
ჭეშმარიტება #3 ოფიციალურ ხელფასად ის, ჩვენს გარშემო სანაცნობის ინტელექტუალები ძალიან ხშირად უფრო მეტ ხელფასს ღებულობენ, ვიდრე პოლიტიკაში მყოფი კოჰორტა. (ამ ქვეყანაში წარმატებულ პოლიტიკოსთა (უკვე დეპუტატთა) და წარმატებულ ექიმთა შემოსავლები რომ შეადარო, ექიმები 2-ჯერ მეტს ღებულობენ. 350 წარმატებული ქირურგი ჯიბეში ჩაისვამს 350 წარმატებულ პოლიტიკოსს.
ჭეშმარიტება #4 ეს უკვე 25 წელია კონვეიერად ხდება ჩვენს თვალწინ. სახელმწიფო აიყვანს თავისი გარემოდან წარმატებულ არაპოლიტიკოს პროფესიონალს და ჩააბარებს პორტფელს. სახელმწიფო ტრაბახობს - ხედავთ რა ყოჩაღი ვარ, როგორი ჭკვიანი და წარმატებული აღმოვაჩინე და დავითანხმე გერმანიაში, ამერიკაში ან შვეიცარიაში. იქ ვარსკვლავებს წყვეტდა, აქ აგვაშენებს. სათქმელი ასეთია - იყო წარმატებული თავის საქმეში? წარმატებული იქნება პოლიტიკაშიც.
რატომ არ განვითარდნენ პაპუა ახალი გვინეელები?
გგონიათ რომ სამოთხეში ცხოვრობენ, არ ცივათ, არ შიათ და განვითარების საჭიროებაც ამიტომ არ დაუდგათ? თურმე ცდებით. პაპუა ახალი გვინეელები თურმე მთელ იმ სამოთხეში ცხოვრებას ყოველდღიური, დაუღალავი და დამღლელი საქმის - ძირხვენების შეგროვებაში ატარებენ, მაინც არ ჰყოფნით, მაინც შიათ და ა რ აქვთ დრო, რომ დაჯდნენ, დაისვენონ და კარგად დაფიქრდნენ - დააარსონ პოლიტიკური კლასი, რომელიც უფრო მეტს იფიქრებს, ვიდრე ძირხვენების მოჩიჩქვნაა. პაპუასები ძროხასავით მუდმივ ძ ო ვ ა შ ი ატარებენ. ვინც კარგად ძოვს კარქი დიდი ღიპიც ედება - წარმატებულია, მაგრამ ამითი მათ - პაპუასების ცხოვრებას სტრატეგიაში არავითარი პროგრესი არ ეძლევა.
ყველა, ვინც არ ვართ პოლიტიკოსები , წარმატებულნი თუ წარუმატებლები, ვ ძ ო ვ თ.
ისინი, ვინც უფრო ჭკვიანები ვართ პოლიტიკოსთა 80% ზე, და ვართ უფრო მდიდრები ვიდრე პოლიტიკოსები საკუთარ იჭყივიჭყი კარიერებში, ვართ ღ ი პ ი ა ნ ი (ანუ წარმატებული) პაპუასები - არაფერს არ ვახეირებთ ქვეყანას ჩვენი ინტელექტუალური მარაგით. უბრალოდ გვაქვს მეტი შემოსავალი, ვიდრე პოლიტიკოსს, მხოლოდ საკუთარი ოჯახისთვის.
ჭეშმარიტება #5 ამ ქვეყანაში 300 პოლიტიკოსი არის მმართველი კლასი და ისინი ცუდად მართავენ არანაკლებ 30 000 ჭკვიან ადამიანს, რომელთაც არ აღმოაჩნდათ საკმარისი რ ა ღ ა ც , რომ თვითონ გახდნენ პოლიტიკოსები და თვითონ მართონ ქვეყანა.
დუბლების დუბლებმა რომ არ ითამაშოს მოედანზე, ამისათვის საჭიროა ძირითადმა შემადგენლობამ, მინიმუმ მოინდომოს მოედანზე გამოსვლა.
როგორ მოვაცილოთ ძირხვენების შეგროვებას და როგორ შევუშვათ გონიერი ადამიანები პოლიტიკაში?
--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.
ბიძინა უნდა გაბანძდეს!
|