#54489673 · 10 Apr 2019, 11:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ცოდვამადლიანი საკითხავის მსგავსად, ჭირნახული რომ ტკბილია, გულშემატკივრობა რომ მხიარულებაა, დ რ ო რომ უცვლის პირვანდელ შეფასებას მნიშვნელობას, წაგებული კრწანისის იუბილეს რომ ვზეიმობთ და იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს.
.. .. ..
და დრო რომ აჩქარდა, გლობუსი დაპატარავდა და მსოფლიო ავანსცენაზე დგომა რომ ახალ პასუხისმგებლობებს გვანიჭებს.
..
..
გუშინ ვიგლოვეთ რუსთაველზე რუსი ჯარისკაცების მიერ გოგონების დახოცვა, ვიგლოვეთ ჩვენი უსუსურობა, რომ ქალები ვერ დავიცავით, ვიგლოვეთ ჩვენი უჯიგრობა, რომ იმდენი არ დავდექით მაშინ იქ, რომ ტანკსაც ვერ გაებედა.
გუშინ კიდევ ერთხელ, 30-ედ ვაჩუქეთ ერთმანეთს ტიტები .
ორ წელიწადში მოდის სხვა იუბილე. სამართალი რომ ურმით დავაწიეთ ბოროტებას, ერთმუჭად რომ შევიკარით და სსრკს პირობებში დავამარცხეთ კომუნისტური პარტია და რომ აღვადგინეთ სერგოორჯონიკიძეების და მეთერთმეტე არმიის მიერ წართმეული დამოუკიდებლობა.
9 აპრილი ზეიმის დღე იქნება 2021 წელს.
ჩვენ შეგვიძლია 40 წელი 13 მაისს ვუყუროთ კარლცეისდინამოთბილისს, მაგრამ 40 წელი კი არა, 4 წელიც არ ვვიგლოვია 13-ვე მაისს დახოცილი 23 ადამიანი. გლოვას პატივისცემა და ხსოვნა ცვლის.
ხოლო 9 აპრილს დახოცილებს 1000 მაგი ხსოვნა და პატივისცემა ეკუთვნის, ვიდრე ჩვეულებრივ მოკვდავს(მე, მაგალითად).
რაც მეტი იქნება ხსოვნა და პატივისცემა, მით ნაკლებ ადგილს დატოვებს გლოვისთვის.
ვ ი ს ა ც იმ მსხვერპლის ღირებულება შეუძლია გაიაზროს, მას ტკივილის გვერდით აუცილებლად ექნება პატივისცემა და სიამაყე.
კი!
სიცოცხლე უმაღლესი ღირებულებაა, მაგრამ სიცოცხლეს სახელმწიფოს წევრობა გჩუქნის, (სახელმწიფოობრიობა რომ არა, 7 მილიონი კანიბალი ირბენდა ტყეებში დღესაც, ერთმანეთის შესაჭმელად) . ერი ჩვენი საშუალდბაა გავჩნდეთ და დავუკავშირდეთ მარადიულობას, ხოლო ერი, რომლისთვისაც არავინ კვდება, კვდება.
9 აპრილს დაღუპულმა ადამიანებმა გვაქციეს ერად. მას შემდეგ 100 ჯერ მოგვიწია მტკიცება, რომ ერი ვართ და ამისთვის ადამიანებმა 100-ჯერ გაწირეს თავი, მაგრამ 70 წლიანი იღლიიდან სწორედ 30 წლის წინანდელმა მსხვერპლმა გაგვხადა ისევ ერი.
ოქროს ძეგლები და მარადიული პატივისცემა ადამიანებს, რომლებიც მოკვდნენ საქართველოსთვის.
მოკვდნენ გამარჯვებისთვის, წარმატებისთვის, სიმხნევისთვის, დამოუკიდებლობისთვის, მარადიულობისთვის, ერთა შორის ერად დადგომისთვის და არა გლოვისთვის. ოქროს ძეგლი იან პალახს და გია აბესაძეს.
ევროპელებმა (ჩეხებმა) დაძლიეს გლოვა და მიაღწიეს იმას, რაც უნდოდა იან პალახს და მას შეგნებულად მიყოლილ 8 ადამიანს
ჩვენი პატივისცემა 9 აპრილს დაღუპულების მიმართ არის არა გლოვა, არამედ დამოუკიდებლობის აღდგენის ზ ე ი მ ი.
ორი წელი გვაქვს რამსების გასასწორებლად.
ათვლა დაიწყო.
This post has been edited by axalirevolucia on 10 Apr 2019, 11:37
--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.
ბიძინა უნდა გაბანძდეს!
|