#55356043 · 11 Oct 2019, 16:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Estrella
Miss Baja California, მაგარი კინო გაგიჩითე, Miss Bala (2019) იგივე სახელწოდების 2011 წლის მექსიკური ფილმის რიმეიკია, მაგრამ მე ყველანაირად ჰოლივუდური ვერსია უფრო მომეწონა, მუსიკალური გაფორმებით, დრაივით, მსახიობებიც გაცილებით უფრო სიმპათიურები არიან, მარტო კარტელის ბანდის Los Estrellas მწვანეთვალება მეთაური რად ღირს (my new man crush) საერთოდ ჰოლივუდში იშვიათად აძლევენ ლათინოსებს მთავარ როლებს, ლათინოს ქალებს ხომ მითუმეტეს, a.k.a. Perdita Durango, რუსული ენის გადმოსახედიდან სასაცილო სახელით, მაგრამ ძლიერი ხასიათით. ასე რომ ეს ქალების კაცებზე გამარჯვების უიშვიათესი შემთხვებაა, ისიამოვნეთ.
ტრეილერს დავდებ, მაგრამ მე თვითონ ტრეილერებს არასდროს არ ვუყურებ, იმიტომ რომ გარკვეულ მომენტებს ასპოილერებენ ხოლმე, ან შეიძლება შეცდომაში შეგიყვანონ, მაგალითად Refn-ის Drive (2011)-ზე, როცა ხალხი სულ სხვა რამეს ელოდებოდა (ფორსაჟს გოსლინგით) და სულ სხვა რამე მიიღო, მერე ბილეთზე გადახდილი ფულის დაბრუნებას ითხოვდნენ.
ამიტომ შენს ადგილზე ტრეილერის უნახავად გავიქცეოდი კინოს სანახავად.
--------------------
I am so dirty on the inside
|