#55350181 · 9 Oct 2019, 23:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პარიზში ტერორისტებმა სტადიონი და ორი კაფე ამოხოცეს ორი წლის წინ (მგონი ) მსხვერპლი იყო 50 ადამიანი. ბარსელონაში რამბლაზე შევარდნილმა ჯიხადისტმა 20 ადამიანი მოკლა ლონდონში მეტროების (რამდენიმე ერთად) სადგურში აფეთქებას 20 ადამიანი ემსხვერპლა მოსკოვში ასევე მეტროში აფეთქებას 15 ადამიანი ემსხვერპლა
ეგვიპტეში, შარმელშეიხში ტერორისტმა 5 ტურისტი მოკლა 10 წლის წინ ტუნისში ასევე პლიაჟზე მოხდა მკვლელობები დანით პანკისში არავინ მოუკლავთ - 15 წლის წინ ვიღაცეები გაიტაცეს გამოსყიდვის მიზნით
პირველი ჯგუფი 20ჯერ მეტად დაზარალდა ვიდრე მეორე ჯგუფი.
ორივე ჯგუფი ტურისტული პოტენციალის მატარებელია და მეორე ჯგუფისთვის სასიცოცხლო საჭიროებაა ტურიზმის კარგ დონეზე შენარჩუნება.
რატომღაც პირველი ჯგუფის ქალაქებს ტურისტები არ მოაკლდა
რატომღაც მეორე ჯგუფის ქვეყნებიდან ტურისტება ფეხი ამოიკვეთეს (თითქმის).
მეორე ჯგუფი ცუდ დღეში აღმოჩნდა, პირველმა გ ა ძ ლ ო და შეინარჩუნა დონე.
შეკითხვა, რატომ?
პასუხი, იმიტომ რომ ტერორისტული შემთხვევა ტავისი 60 კაციანი მსხვერპლთ, არის ამ ქალაქებიდან ინფორმაციის 3-5%
ხოლო მეორე ჯგუფის ქალაქებიდან ინფორმაცია ტერაქტზე, არის ამ ქალექებიდან ინფორმაციის 90%.
ტურისტი უფრი იმ ქალაქში წავა, სადაც 60 კაცი მოკლეს, ვიდრე იმაში, რომელშიც ხუთი, იმ შემთხვავაში, თუკი 60 მსხვერპლიანი ადგილი ასოცირებულია : მოდის ჩვენებებთან, კინოფესტივალებთან , ეიფელთან, ბიგბენთან, ტემზასთან, ლუვრთან, ფილმებთან, 101 დალმატინელტან და ლუი დე ფიუნესთან.
როგორ ვჩანვართ ამ რაკურსით ჩვენ, საქართველო?
ომი, შიდაომი, რევოლუცია, პრეზიდენტების დევნა, მიტინგები, სისხლიანი დარბევები.
რითი გადავფაროთ ნეგატივი?
--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.
ბიძინა უნდა გაბანძდეს!
|