ევროსაბჭოს ახალი გენმდივანი მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი პირველი ვიზიტით საქართველოში ჩამოვაევროსაბჭოს ახალი გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი პირველი ვიზიტით საქართველოს 11 ნოემბერს ეწვევა. ამის შესახებ ბურიჩის პრესსპიკერმა Twitter-ზე დაწერა.
ევროსაბჭოს ახალი გენერალური მდივნის მოსალოდნელ ვიზიტზე პირველად ინფორმაცია Facebook-ზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის უკრაინული დელეგაციის წევრმა, რადის დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ გაავრცელა.
ევროსაბჭოს ახალ, მე-14 გენერალურ მდივნად ხორვატი მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი 26 ივნისს აირჩიეს. კენჭისყრის დროს მან ბელგიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი დიდიე რეინდერსი დაამარცხა.
ხორვატი პოლიტიკოსი ამ თანამდებობაზე ტორბიორნ იაგლანდს ჩაანაცვლებს. ნორვეგიელ ლიდერს უფლებამოსილების ვადა 2019 წლის ოქტომბერში ეწურება.
მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი პოსტს 2024 წლამდე დაიკავებს. ბურიჩი ხორვატიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრია.
https://imedinews.ge/ge/saqartvelo/118581/e...veloshi-chamova
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)