თემა არის შემდეგი, რუბინში სადაც ორი ქართველი თამაშობს მათმა საიტმა შეცდომით დადო ამ ქართველებზე პოსტი მთლიანი საქართველოს რუკით, რაც აღიარა შეცდომათ და სასწაფოდ წაშალა.
მარტივი კითხვა მაქვს, თუ ვინმე სელფს გადაიღებს რუსთან და ვენებს იჭრის მთელი საქართველო, ამათზე რატო არ გვაქვს რეაქცია?
რუსული კლუბები არიან ორგანიზაციები რომლებიც საქართველოს ტერიტორიებს საერთაშარისო მაშტაბით არ აღიარებენ.
ადრეც მქონია ეს კითხვა და ეხლაც მაინტერესებს. რატომ ბულინგდება მომღერალი რომელიც ჩადის და სიმღერით ართობს რუსებს, და არა ფეხბურთელი რომელიც ფეხბურთით ართობს რუსებს?
და მეორე კითხვა, რუსული კლუბები არიან საერთაშორისო ფედერაციის წევრები, ეს ფედერაცია აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მსგავს ფაქტზე როცა კლუბი ახდენს ფეხბურთელის დისკრიმინაციას იმგვარად რომ მათი პოსტი იშლება მათი ქვეყნის რუქის გამო, რატომ არ აქვს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ამაზე რეაქცია?
https://www.crystalsport.ge/news/18931?fbcl...fO4RbMf_Vk5u4Xw