ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში გადასცეს ვინმე ბანერჯის, დუფლოს და კრემერს.
თურმე, სიღარიბესთან ბრძოლაში 20 წელი კვლევებს ატარებდნენ და აქა-იქ რაღაც გამოსვლიათ კიდეც, მგონი ყენია და ინდოეთი მოიყვანეს მაგალითად.
არა, და 20 წელია ბიძინაც ხომ ეკონომიკის მეცნიერია (ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი) და მოღვაწე.
მერე, კაცო, კაცს როგორ უყვარს ღარიბი კაცი - ახლა ამაზე არ მალაპარაკოთ, ყველამ ვიცით, არჩევნების წინ როგორ ახსენდება ხოლმე, რჩევა-დარიგებებსაც რომ უხვად იძლევა! საქართველოში აღმოფხვრილია სიღარიბე, ჯერ კიდევ რა ერქვა იმ პრემიერს, კოსტუმი რომ ჰქონდა პატარა, იმ დროს.
სირცხვილია, ნობელის კომიტეტო, სირცხვილი! საქსტატის მონაცემებს რატომ არ კითხულობთ?
https://twitter.com/NobelPrize/status/11836...1445504/photo/1