შევაფასოთ რეალობა, ამ რეალობაში ოპოზიციის ადგილი და მოქმედება, და უმარტივესი ლოგიკით დავამტკიცებ რომ ოპოზიცია არის პიტალოების ჯოგი. (უკეთესი ეპითეტიც შეიძლებოდა, ფორუმს ვცემ პატივს და უფრო მეტად კი მოდერების მეშინია)
როდის აქვს ოპოზიცია კარგი შანსი?!
ჩამოვთვლი შედარებით მთავარ მომენტებს:
- როცა ხელისუფლება არ ვარგა. გვაქვს ეს მოცემულობა? - გვაქვს!
- როცა ხელისუფლება ცოტას კიარ იპარავს მთლიანად იპარავს ბიუჯეტს და სახელმზიფოს მიზერი ხმარდება. გვაქვს ეს მოცემულობა? - გვაქვს!
- როცა ხელისუფლება უზურპირებულია ხელისუფლების ყველა შტო, მედიის ჩათვლით. გვაქვს ეს მოცემულობა? - გვაქვს!
- როცა ხელისუფლება ესვრის და თვალებს თხრის არა უბრალოდ ხალხს, არამედ ბავშვებს. გვაქვს ეს მოცემულობა? - გვაქვს!
- როცა ხელისუფლება პრეზიდენტობის, ან პარლამენტში გამონთავისუფლებულ ადგილებზე კანდიდატად ასახელებს ტაბურეტკას. გვაქვს ეს მოცემულობა? - გვაქვს!
- როცა ხელისუფლება შეურაცხჰყოფს მოსახლეობას და დამნაშავე მინისტს ნიშნავს პრემიერმინისტრად. გვაქვს ეს მოცემულობა? - გვაქვს!
- როცა ხელისუფლება კლავს ბიზნესს და ქვეყანა მიყავს ეკონომიკურ კოლაფსამდე. გვაქვს ეს მოცემულობა? - გვაქვს!
- როცა ვალუტის კურსი არათუ გარბის, არამედ ორმაგდება. გვაქვს ეს მოცემულობა? - გვაქვს!
- როცა მოსახლეობის ძირითადი მასა სირარიბის დონეზეა. გვაქვს ეს მოცემულობა? - გვაქვს!
- როცა პენსია რვა წლის განმავლობაში მატების ნაცვლად იკლებს მსყიდველობითი უნარის მიხედვით. გვაქვს ეს მოცემულობა? - გვაქვს!
- როცა ფასები კატასტროფულად იზრდება. გვაქვს ეს მოცემულობა? - გვაქვს!
- როცა ქვეყნის ბიუჯეტი მცირდება დოლართან მიმართებაში და საგარეო ვალი ორმაგდება. გვაქვს ეს მოცემულობა? - გვაქვს!
- როცა ქვეყანაში ყველა იძახის, ერთი რამე მაინც გვითხარით რა გააკეთა ხელისუფლებამო. გვაქვს ეს მოცემულობა? - გვაქვს!
- ..
აღარ გავაგრძელებ.
ეს ყველაფერი გაგიკეთათ ივანიშვილმა. გაჩუქათ ეს პირობები, შანსი მოგცათ.
და ამის ფონზე მაინც 2020-ში არჩევნებში ივანიშვილის გამარჯვების შანსი ძალიან მაღალია.
გასაგებია რის ხარჯზე,.. გასაგებია რომ გარკვეულწილად ფულის იმედად, და ა.შ...
მაგრამ პოლიტიკა არის, შეიძლება, ბოროტი და ნაგავი ადამიანების, მაგრამ თავის საქმეში უნარიანი ადამიანების შეჯიბრება.
თქვენ კი ყოველივე ზემოთჩამოთვლილის ფონზე გამოავლინეთ სრული უუნარობა, ვერ მონახეთ, ვერც ძალა, ვერც მეთოდი, ვერც გეგმა, რომ ეს ყველაფერი დამსახურებულად მიმართულიყო ივანიშვილის წინააღმდეგ.
რა ქნას მეტი?!
გამოვიდეს ტელევიზორში და პირდაპირ ეთერში ჭამოს ბავშვები?!
მერე ხალხი გადაირიოს, ჩამოაგდოს, და..
და რა?!.. მოხვალთ თქვენ?!..
"გამარჯვებული"?!
თქვენ ხართ პიტალო.. ისინი რაც ზემოთ ვიგულისხმე, ყველანი სააკაშვილიან, გირჩი-მირჩიან, კუკავიან, ბერძენიშვილიან, ბოკერიან, უსუფაშვილიან, ქათმისბარკალიან..
ყველა ბევრი რომ არ გავაგრძელო..
როგორ იყო, მიშა/!.. "ქვეყანას რეფორმების გზიდან გეღარავინ გადაახვევინებსო" და ეგეთები?!..
შე მართლა დორბლიანო ტლიკინა..
მეტი როდის უნდა იყოს ძლიერი, და რომელი შანსების დროს, ზოგადად, ოპოზიცია?!
ხალხს უყურებთ პირში, იქნება რამე გამოგიდნოთ?! თქვენ რას ახერხებთ, რისი თავი გაქვთ?!
თქვენს ფონზე ივანიშვილი არის.. ნონა გაფრინდაშვილი

თქვენ კიდე ხარ დებილი ბავშვებივით მის ფონზე..
ჰოდა იმსახურებს კიდევაც რომ 2020-ში გაიმარჯვოს!