დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებული პირები, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ყოფილი თანამშრომლები, თორნიკე ტატიშვილი და ვაზირ მამადიანი სასამართლომ დამნაშავედ სცნო.
მამადიანსა და ტატიშვილს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ წარმოთქვა დასკვნითი სიტყვა. დაკავებულები წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ.
ცნობისთვის, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებას 4 ადამიანის, მათ შორის, ერთი არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა.
62 წლის ვაზელ მამადიანსა და 28 წლის თორნიკე ტატიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლის მეორე პრიმა ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც სამსხურეობრივ გულგრილობას გულისხმობს.
https://www.interpressnews.ge/ka/article/56...eta-sheepardat/https://palitranews.ge/video/did-dighomshi-...veta-sheefardat4 წელი

4 ადამიანი დაიღუპა ანუ თითოზე 1 წელი
მუხლი 2201 გულგრილობა
1. გულგრილობა, ესე იგი საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან
სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის
შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც
გამოიწვია სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.