აუცილებელ სიმწვანეს და სკვერებსაც დავამატებდი, მაგრამ ახლა უკვე ეგეც აღარ უშველის, დასანგრევია "თბილისის" 80%.
სად დიაცავენ დისტანციას, ბანგლადეშის ბარაკებს დაამსგავსეს ქალაქი.
რაც თქვით იმას პირველ რიგში ევროპული კულტურა და შეგნება ჭირდება და არა "ბიზნესის" მართვის აზიატური მოდელი თავისი უნახავობით, დაპროგრამებული გონებაჩლუნგობითა და დღევანდელ კვერცხზე ორიენტირებით, სხვას რომ ფეხებზე იკიდებენ. (ზოგადად ბევრს მსჯელობენ საქართველო ევროპაა თუ აზია, მართალია ისტორიულად და კულტურულად ევროპა ვართ, გეოგრაფია სადავოა, მაგრამ ცოდნისა, კრეატივისა და ფულის მიმართ დამოკიდებულების მიხედვით 200%-იანი აზია ვართ).
და პირველ რიგში თქვენს პროექტს უნდა დეველოპერების დიდი ნაწილის და უკანონო ნებართვის გამცემების ჯიპებიდან ჩამოყრა, სატვირთოებში ატვირთვა, სადმე აყვანა საიდანაც მთელი თბილისი ჩანს, მერე მათგან სიტყვიერი (თუ საჭირო გახდა მცირე ფიზიკურიც) ანგარიშსწორება, და ულტიმატუმი, რომ სულ რაღაც 3-4 წელიწადში თბილისი ასეთი ქალაქი არ უნდა იყოს, და ამაში ცენტრალური და მუნიციპალური მთავრობიდან დახმარების აღთქმა (დეცენტრალიზაცია, ეკონომიკის განვითარება და ა. შ.). ოღონდ სამი წელი მინიმალური ესთეტიკური და ეკოლოგიური სტანდარტებისთის, ქალაქის გაუმჯობესებას ბევრად მეტი დრო ჭირდება და ეს ათწლეულები უნდა გაგრძელდეს.
რაც შეეხება მერიიდან დახმარებას, ამაზე ვრცელი პოსტი მიწერა, თუ როგორ უნდა გარდაქმნას თბილისი ლამის ერთი ხელის მოსმით.
* * *
თბილისის განვითარების, გალამაზება და საცხოვრებლად