ფაშიზმი, კომუნიზმი - ეს ორივე იდეოლოგია დაშენებული იყო "უღმერთობაზე" და თანამედროვე ბაბილონის გოდოლის აშენებას ისახავდა მიზნად,
ამქვეყნიურ სამოთხეს, სადაც ადამიანის შექმნილი სისტემა - იმდენად ძლიერი და მრავალფეროვანია, ეი ყოვლის მომცველი რომ ღმერთის საჭიროებას აზრს უკარგავს..
როგორც ფაშიზმის შემთხვევაში, ისე კომუნიზმის შემთხვევაშიც - მიუხედავად ამ სისტემების სიძლიერისა თუ ყოვლის მომცველობისა, ადამიანი როგორც არსება
კიდევ უფრო მრავალფეროვანი გამოდგა და ამ სისტემებზე მაღლა დადგა მისი ინდივიდუალიზმით. ბაბილონის გოდოლის მშენებლობა იმით დამთავრდა რომ
ადამიანებმა "სხვადასხვა" ენაზე დაიწყეს საუბარი და დაიშალნენ, ყველა იმ "გზას" დაადგა რომელიც მისთვის იყო მისაღები და შესაბამისად განერიდა იმ სისტემას
რომელიც ამ ინდივიდუალიზმს და განსხვავებულობას კლავდა..
იგივე ბედი ელის ლიბერალიზმსაც

იმის მიუხედავად რომ ერთი შეხედვით ეს იდეოლოგია ცდილობს "მსოფლიო რელიგიის" სტატუსის მოპოვებას, ცდილობს იყოს
უსაზღვროდ რელატიური და ჭეშმარიტებების აღქმა კონკრეტული ჭრილებიდან თუ კუთხეებიდან დანერგოს - ის მაინც ვერ დგება ადამიანის ინდივიდუალიზმზე მაღლა
და შესაბამისად უკვე განწირულია

ამიტომ ძია რეიგანი სწორი იყო და ადეკვატურად აფასებდა მოვლენებს..
ანიდან-ჰოემდე, ნებისმიერი იდეოლოგია რომელიც ღმერთს იშორებს და ცდილობს "ამქვეყნიური სამოთხის" შენებას - დაინგრა, ინგრევა და დაინგრევა მომავალშიც
ა, ეგია სიმონ, მეტი კი არაფერი.. (C) ფრანც კაფკა
Cette entreprise est remplie à ras bord avec des enculés irréalistes (C) შარლ მორის ტალეირანი
სამაიმუნოდ გვაქვს საქმე ?! (C) ჰერბერტ სპენსერი
ნწ ნწ, რა თაობა მოდის ?! W.B. იეიტსი
დააკელი აგური - არ მოგხვდება ამხან'აგური (C) ვალტერ გროპიუსი