მე-5 დღეა ერაყში მასობრივი საპროტესტო აქციებია, ათობით ათასი მომიტინგე გამოვიდა ქუჩებში ეკონომიკური პრობლემებისა და კორუფციის გასაპროტესტებლად
ერაყის მთავრობაში წარმოდგენილია პრო-ირანული პარტიები, მაგრამ ოფიციალურად ერაყის მთავრობა მაინც ცდილობდა ერთგვარი შუამავლი როლის თამაშს აშშ-სა და ირანს შორის, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა არის ერაყში განთავსებული 120 000-ზე მეტი პრო-ირანული დაჯგუფება PMU(რომელიც პირდაპირ ირანიდან იმართება) და ეს დაჯგუფებები გაცილეით უფრო ძლიერია, ვიდრე ერაყის ოფიციალური სამთავრობო დანაყოფები (ჯარი და პოლიცია)
აქციის მონაწილეები ითხოვენ ქვეყნის განთავისუფლებას, როგორც აშშ-ს, ასევე ირანის ქვეშემდგომლობიდან, ასევე რადიკალური რეფორმების დაწყებას
სანაცვლოდ, ირანმა თავისი მართული დანაყოფები შეასია მომიტინგეებს და უმოწყალოდ დაიწყეს მათი დარბევა, ვრცელდება ინფორმაცია რომ ირანიდან დამატებით შევიდა ირანის ყველაზე ელიტური ყუდსის სპეცდანიშნულების მებრძოლები, რომლებმაც მთლიანად კონტროლზე აიყვანეს ბაღდადის "მწვანე ზონა" და მომიტინგეების წინააღმდეგ დაიწყეს ლეტალური ტყვიების გამოყენება, სნაიპერები პირდაპირ ახდენენ სასიკვდილო გასროლებით მომიტინგეების განეიტრალებას, რის შედეგადაც დაიღუპა 105-ზე მეტი მომიტინგე, 4 000-მდე კი დაიჭრა
ასევე დაკავებულია ასობით მომიტინგე
გუშინ სპეცდანიშნულების დანაყოფები შევარდნენ ყველა პრო-ამერიკულ ტელევიზიაში(მათ შორის საუდიტების არხები) და დაარბიეს ისინი, ქვეყენაში პრაქტიკულად მთლიანად ჩაახშეს ინტერნეტი
პრო-ირანული დაჯგუფების ხელმძღვანელმა მაჰდი ალ მუჰამბასმა განაცხადა, რომ აშშ-ს სპეცსამსახურები ცდილობენ ქვეყანაში არეულობასო, ასევე საუდის არაბეთი აფინანსებს ამ მოვლენებსო, ჩვენ კი არ დავუშვებთ ამ ყოველივესო და ნებისმიერ ძალას გამოვიყენებთო
მოკლედ, ამ დროისთვის უკიდურესად არის დაძაბული ვითარება და ირანი იგივე სასტიკი მეთოდებით ცდილობს ერაყში ხალხის პროტესტის ჩახშობას, როგორც ეს ირანში მოხდა 1 წლის წინ
ძალიან საინტერესოა თუ როგორ განვითარდება მოვლენები
თუკი რევოლუცია წარმატებით დასრულდა შესაძლოა კიდევ ერთი სამოქალაქო ომი გაჩაღდეს ერაყში(ოფიციალური ხელისუფლება დაეტაკოს ირანის დანაყოფებს) ხოლო თუ ირანმა ჩაახშო ეს ტალღა, ერაყი გახდება ირანის გუბერნია და სრულ კონტროლს დაამყარებს ირანი ერაყზე
Government crackdown continues as more than 105 killed, journalists attacked and offices of critical media reported burned
https://www.jpost.com/Middle-East/Attacks-o...rmed-men-603809ეს კი ირანელი სპეცები, რომლებიც პირდაპირი დამიზნებით ახდენენ ხალხის მიმართ ლეტალური ტყვიების გამოყენებას

This post has been edited by DIDGORI-GEO on 6 Oct 2019, 15:41