#55403348 · 24 Oct 2019, 18:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ზოგჯერ არჩევნებზე რამდენიმე პარტიას შორის რომ ვერ ვაკეთებთ არჩევანს, არ სჯობს მხოლოდ 1 არჩევანის ნაცვლად რამდენიმესთვის შეგვეძლოს ხმის მიცემა? აი, "ოქროს ბურთზე" როგორცაა მაგალითად, სამ კანდიდატს რომ აძლევენ ხმას, ოღონდ I ადგილზე ვისაც დააყენებ, ყველაზე მეტი ქულა ენიჭება, მეორე ადგილზე ვისაც დააყენებ, იმას უფრო ნაკლები და მესამე ადგილოსან კიდევ უფრო ცოტა.
ასე იყოს არჩევნებზეც,
I არჩევანს - 4 ქ. II არჩევანს - 2 ქ. III არჩევანს - 1 ქ.
ვთქვათ I ალტერნატივა გყავს ბურჯანაძე (ან ნაცები) - 4 ქ.
II ალტერნატივად - ინაშვილი (ან ევრონაცები) - 2 ქ.
III ალტერნატივად - ოცნება (ან გირჩი) - 1 ქ.
ჯამში სიტყვაზე ნათელაშვილმა მოაგროვა:
I ალტერნატივად - 40 000 ხმა = 160 000 ქ.
II ალტერნატივად - 70 000 ხმა = 140 000 ქ.
III ალტერნატივად - 200 000 ხმა = 200 000 ქ.
ჯამში -- 500 000 ქ.
ხოლო არჩევნებზე სულ მონაწილეობა მიიღო 1 600 000 კაცმა და მოგროვდა სულ - 10 000 000 ქ. (გაფუჭებული ბიულეტინები არ დაითველბა და ასევე ზოგი ამომრჩეველი მე-2 და მე-3 ალტერნატივას არ გამოიყენებს)
ნათელაშვილი მიიღებს - 5 %-ს.
ისე კი მიიღებდა 2.5 % -ს, მაგრამ რადგან II და III ალტერნატივად ბევრს მოსწონს, ორმაგი მიიღო.
ვფიქრობ ასე უფრო სამართლიანი იქნება.
ვინმეს თუ მარტო 1 პარტია ევასება და სხვას არ უნდა მისცეს ხმა, II და III ალტერნატივას გადახაზავს და ეგ იქნება და მისი ბიულეტინიდან 4 ქ. დაითველა, მაქსიმალური 7 -ის ნაცვლად.
This post has been edited by lankasteri on 24 Oct 2019, 18:07
|