დე ფაქტო ცხინვალმა ევროკავშირის დამკვირვებლები დააკავა - ინციდენტს ერგნეთში პარასკევს განიხილავენ
22:09 2019-10-24
"მისია შეშფოთებულია, რომ უშიშროების შეიარაღებული წარმომადგენლები ხელს უშლიან დამკვირვებლებს, შეასრულონ თავიანთი ყოველდღიური საქმიანობა, რაც მანდატით აქვთ მონიჭებული"
24 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში ჩორჩანა-წნელისის არეალში პატრულირების დროს დე ფაქტო ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტის წარმომადგენლებმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ცოტა ხნით დააკავეს, - ინფორმაციას ევროკავშირის მისიის წარმომადგენლობა ავრცელებს.
"მისია ჯერაც სწავლობს ინციდენტის დეტალებს, რომელიც თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა, ადმინისტრაციული საზღვრის ტრადიციული აღქმის თანახმად", - ნათქვამია განცხადებაში.
მისიის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ჩორჩანა-წნელისის მიდამოებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით, პატრულირება გააძლიერა.
"მისია შეშფოთებულია, რომ უშიშროების შეიარაღებული წარმომადგენლები ხელს უშლიან დამკვირვებლებს, შეასრულონ თავიანთი ყოველდღიური საქმიანობა, რაც მანდატით აქვთ მონიჭებული", - აღნიშნულია განცხადებაში.
მომხდარი ინციდენტი 25 ოქტომბერს ერგნეთში, კონფლიქტის პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო შეხვედრაზე, ერგნეთში განიხილება.
http://www.newposts.ge/?l=G&id=217007-%E1%...%83%9A%E1%83%98