sosobaxtadzeმე ეგ ლინკი საჩვენებლად ჩავაგდე. თავში უეჭველი გაგივლიდა აზრი ვინაა ეს კუანაო 3-მანქანა დამიწუნაო. ნეტა მისი მოსაწონი მანახა ერთიო

მაგ პონტში ჩავაგდე რა. ტეხასმოტრი გავლილი აქ ივნისის შუა რიცხვებში მაგ მანქანას, პირველი პატრონი ვაარო საქართველოში, კარგ ზეთს ვასხავო კაცმა და ჩემი აზრით თუ მოგეწონებოდა განცხადება უნდა გენახა.
არც მე ვარ ბევრად დიდი. 26-ის ვარ მე. არცერთი მანქანა არ მიტყდება სასიარულოდ, ლიჟბი კაი მოხოდილი მანქანა იყოს. თუმცა სტრიმს არც მე ვიყიდდი თუ ოჯახური საჭიროება ან საქმე არ მოითხოვდა

კოლტი 1.5 თუ მოგწონს ეგ ეძებე. კოლოფი ვარიატორებია მაგრამ ყიდვამდე კარგად შეამოწმებ.
გოლფ 4 1.6 2.0 პრასტოი ძრავით მექანიკები. ისე არც მექანიკები აქ გამძლე მაგეებს მაგრამ თუ გაფუჭდება 500-ლარად დიზელის კარობკას იყიდი და დაისვენებ.
BMW 318 მექანიკა ძირითადად ყველა #####ულია მაგრამ შეიძლება რამე ნორმალურიც ჩავარდეს მცირე დეფექტებით
Opel Corsa B-C 1.4 ეკოტეკები 1997-წლიდან. ამჟამად ViTa C-მყავს იგივე კორსა ც-ა ოღონდ იაპონური მარჯვენა. საკაიფო ტიპია. ბ-ს ბევრი რამით სჯობს მაგრამ ბ-საც აქ თავისი პლიუსები თან ბევრი.
სივიკიც იასნად ოღონდ ნორმალური, მოვლილი
Hundai Getz-ოღონდ მეეჭვება მაგ ფასში გააძრო. ტურბოდიზელები აქ მაგარი. პატარა რაკეტებია
მაზდა დემიო-ოღონდ კარგად უნდა შემოწმება. ძაან წვრილი ცეპი აქ ძრავში. დიდი გარბენის გამო იწელება, ირევა მერე წვა და ტვინი უნდა მოგეტყნას სანამ გაიგებ რო ცეპის ბრალი ყოფილა. იასნად ცეპს არავინ ცვლის ხოლმე ჩვენთან და ცდილობენ მოიშორონ ეგეთი მანქანები
VW პოლო 1.6 GTI მექანიკა-ოღონდ ვერცხლისფერი მექანიკა რო დევს ეხლა საიტზე 1600-დოლარში ეგ არ ნახო. ხლამია ნანახი მაქ

Opel astra j-2 კარიანი კარგი მოგივა. 4-კარიანი კარგი მაგ ფასში არაა
BMჭ 316 კომპაქტი-გემოვნების ამბავია. მე კომპაქტები მომწონს. პროსტა არაპრაქტიკულია
რავი გადახედე რა. ეძებე არ დაიზარო. მე ყოველ მეორე დღეს 2-თვის განმავლობაში ვეძებდი და როგორც იქნა ნორმალური ვნახე. იასნად ფული დავახარჯე რო ცოოტა მომეხოდა მაგრამ ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით რაც სხვა მანქანებს სჭირდა.
ისე იყიდე მანქანა რო მინიმუმ 100-დოლარი დაგრჩეს სახარჯათ. პირველადად ზეთი, ფილტრები და რაიმე წვრილმანები რო შეაკეთო. ნებისმიერ მანქანას მოეძებნება 100-დოლარიანი მიზეზი.
წარმატებები. არ იჩქარო და კოხტა მანქანა იყიდე. ახალგაზრდა კაცი ხარ მიჯღანულით რატო უნდა იარო