" ძალიან გთხოვთ, ისეთი შეკითხვები არ დამისვათ, რაც საოცრად უხერხულ მდგომარეობაში მაგდებს"
ჯანეზაშვილი მიმართავს ქეთევან მესხიშვილს - „თქვენ ხართ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, გიქმნით თუ არა დისკომფორტს ის გარემოება, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კონკურსში თქვენს კონკურენტს შესაძლოა ვინმე დაეხმაროს და შესაძლოა საბჭოში ჰყავს ლობი. თქვენ არავინ გყავთ საბჭოში. სამართლებრივად, სტანდარტებიდან გამომდინარე, სწორად მიგაჩნიათ თუ არა, რომ კონსტიტუციური ორგანო ასე იქცევა - იუსტიციის საბჭოში თავისი ახლო ნათესავები კონკურსში მონაწილეობენ და თვითაცილებას არ აყენებენ“
ვიდრე ქეთევან მესხიშვილი ჯანეზაშვილს უპასუხებდა, ჩაკითხვის შესაძლებლობით ისარგებლა საბჭოს მოსამართლე წევრმა სერგო მეთოფიშვილმა - „ქალბატონო ქეთევან, თქვენ უხერხულობას ხომ არ გიქმნით ის, რომ ქალბატონი ნაზიბროლას მეუღლე "ლიბერალის"რედაქტორი იყო და მედიამხარდაჭერას უწევდა ქალბატონ ნაზიბროლას სასამართლო სისტემის ლანძღვა-გინებაში. უხერხულობას ხომ არ გიქმნით იუსტიციის საბჭოს ასეთი წევრი, რომელსაც ასეთი მედია მხარდაჭერა ჰქონდა ოჯახის წევრის მხრიდან?!"
ქეთევან მესხიშვილი - „ძალიან უხერხულია ჩემგან ამ საკითხებზე კომენტირება. არაეთიკურია. იმდენი რამით ვარ თქვენთან მოსული, იმდენი კვლევით, იმდენი სამეცნიერო საქმით და იმდენი განსხვავებული აზრით, ამით ჩემს მიუკერძოებლობასაც შეაფასებთ, მედეგობასაც და განსხვავებული აზრის დაფიქსირების უნარსაც. ასევე შეაფასებთ იმის უნარსაც, რამდენად შემწევს სუბიექტურ ღირებულებებზე მაღლა დადგომა და ობიექტური გადაწყვეტილებების მიღება. ამიტომ, ძალიან გთხოვთ ისეთი შეკითხვები, რაც საოცრად უხერხულ მდგომარეობაში მაგდებს, ბატონო სერგო და ქალბატონო ნაზი, არ დამისვათ. ეს არის კონკურსი და ისინი არიან ჩემი კონკურენტები. ამიტომ, მე კომენტარისგან თავს შევიკავებ"
კარგი მოსამართლე იქნება ეს ქალი
https://www.interpressnews.ge/ka/article/55...eobashi-magdebs This post has been edited by maxvili on 31 Jul 2019, 20:33