2012 წლიდან ამ ხელისუფლებამ უდიდესი რეფორმები განახორციელა
შევეცადე გამახსენებინა რამდენიმე და ჩამოვწერე ფურცელზე. მერე იმის დათვლა დავიწყე რა იყო რეფორმამდე ჩემი, როგორც რიგითი მოქალაქის სარგებელი და რა არის ახლა. ზოგი მნიშვნელოვანია, ზოგი უმნიშვნელო, მაგრამ აღმოჩნდა რომ აღნიშნული გადაწყვეტილეები პირდაპირ შეეხო ჩემ ჯიბეს
მაშ ასე
1. საპენსიო რეფორმა
რეფორმამდე 20-ს მიკავებდნენ საშემოსავლო გადასახადს. ახლა მიკავებენ 22.4-ს. ძალიან მაინტერესებს სად წავიდა დარჩენილი 2.4 %
შევედი საპენსიო სააგენტოს საიტზე და ჩემდა გასაკვირად დღემდე არ არის სააგენტო დაკომპლექტებული
https://www.pensions.ge/რისკის კომიტეტი, უფროსი საინვესტიციოც ოფიცერი და ა.შ. ვაკანტურია. ანუ ჩემი გადახდილი ფული სადღაც არის ჰაერში და ინფლაცია ჭამს.
დასკვნა - რეფორმამდე ვიღებდი იმაზე მეტ ფულს ვიდრე რეფორმის შემდეგ
2. ტაქსების რეფორმა
რა მომწონს ამ რეფორმაში - ის რომ წითელ/მწვანე ტაქსის ნიშნები ლამაზია
რა არ მომწონს ამ რეფორმაში - ტაქსს სადაც ადრე მივყავდი 3 ლარად, ახლა 5 ლარად მივყავარ
დასკვნა: რეფორმამდე უფრო ნაკლებ ფულს ხვარჯავდი ვიდრე ახლა
3. ცელოფნის პარკების აკრძალვა
ეკოლოგიური პირობების გამო იკრძალება ცელოფნის პარკების ყიდვა. ადრე პარკს მაღაზიაში უფასოდ მაძლევდნენ. დღეს ვიხდი 10 თეთრს.
პარკი მაინც იყიდება. ეკოლოგია არ ვიცი, მაგრამ რეფორმამდე უფრო ნაკლებ ფულს ვხარჯავდი ვიდრე რეფორმის მერე ( მინიმალურს მაგრამ მაინც)
ეს 3 რამე რაც უცბად გამახსენდა. ხოდა ჩამოვწეროთ მთავრობის ისეთი გადაწყვეტილებები რომელიც პირდაპირ შეეხო ჩვენ ჯიბეს რეფორმის და რაღაცაზე ზრუნვის სახელით
პ.ს. ლარის კურსი და ინფლაცია აქ არ ითვლება