მესტია ზუგდიდის გზას რომ მიუყვები, ხაიშის ზონაში, - ხაიშს ზემოთ და ქვემოთ ჯვარი-მესტიის ელექტრომაგისტრალის ანძებს ქვემოთ 3-4 წელია რაც შევამჩნიე, იდგმება დაბალი ძაბვის ქვესადგურები.
35 კილოვოლტიანი ქსელიდან ანძების ქვემოთ დგამენ 380/220 ვოლტის ტრანსფორმატორებს.
ამ ტრანსფორმატორების მომხმარებელი სოფლები თუ რაიმე ტიპის მომხმარებელი მოსახლეობა არ ან ვერ შევამჩნიე.
აბა სად მიდის ქვესადგურებიდან დაბალი ძაბვა?
"ჩორტ ევო ზნაეტ."
დაახლოებით 2 კვირის წინ მომიხერხდა ამ ქვესადგურების დათვლა და 7 ქვესადგური დავთვალე.
ასევე ზოგან ვნახე, რომ ქვესადგურებიდან კაბელები გადადის ტყეებისკენ, სადაც მოსახლეობა არ არის.
მარშრუტკაში მჯდომისთვის ძნელია ან სულაც შეუძლებელი, რომ მძღოლს სთხოვო გაგიჩეროს ამდენ ადგილას და ახლოს მიხვიდე ქვესადგურთან, რათა ფოტოები გადაიღო და ზერელე დათვალიერება მაინც მოახერხო ქვესადგურიდან გამომავალი დაბალი ძაბვის კაბელების მიმართულების, იქნება ეს მიწისქვეშ თუ ჰაერში გამავალი.
ვერ შეაწუხებ მარშრუტკის მგზავრებს.
ყველას ეჩქარება სახლში.
ამ 2 კვირის წინ მომიხერხდა მარშრუტკის რაღაც გარემოებით გამოწვეული გაჩერების გამო გადამეღო ორი ასეთი ქვესადგური და ერთი ქვესადგურიდან ზემოთ, ტყეში გადაჭიმუი კაბელის ფოტოგრაფირება.
ამას ვინმე კერძო პირი ვერ მოახერხებს და ვერ დაამონტაჟებს ქვესადგურებს მაღალი ძაბვის ანძის ქვეშ კაპიტალურ და ახალ ქვესადგურს.
აბა რა ხდება?
ჩემი აზრით ენერგომაფია თვითონ ამაინინგებს სვანეთის ტყეებში აშენებულ ალბათ რაიმე ძელურ სახლებში და გაზრდილ მოხმარებას კი მოსახლეობას აბრალებს.
რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ, რომ კერძო პირებსაც ბევრს უდგათ მაინერები მცირე რაოდენობით.
ენგურის კაშხალი კი თითქმის დაცლილი იყო 2 კვირის წინ და ახლა, როცა ენგური თითქმის მინიმუმზეა, გამორიცხულია, რაიმე მარაგი შეიქმნას.
ასე რომ, ზამთარში ენგურჰესიდან ვერ მივიღებთ ვერაფერს.
ნახავთ ფოტოზე კაშხლის დონეს, ორ ქვესადგურს და ერთ, ტყეში გადაჭიმულ კაბელსაც.
დასკვნები თავად გამოიტანეთ.



ღმერთო, დაიფარე ჩვენი ქვეყანა ღვთისმსახურებისაგან!...
...
ღარიბ მამაოს ვერ მაშოვნინებთ?
...
ვინც ნაცების გაკეთებულ კარგ საქმეებს ვერ ხედავს, - ის არის ბრმა.
ვისაც ნაცების დაწიოკებულთა გოდების ხმა არ ესმის, - ის არის ყრუ.