#55436091 · 2 Nov 2019, 09:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მორიელზეა ნათქვამი, რომ საკუთარ თავს იგესლავსო. არ გამიკვირდება, კონსტრუქციულად, ანატომიურად აქვს ასეთი ნაკლი - მტერს ისე გესლავს, ცოტა რომ შეეშალოს საკუთარ თავს დაგესლავს.
მინახავს ვიდეო, გველი საკუთარ თავს რკმ სანსლავს და ერთი რგოლიღაა დარჩენილი, მეტის გადასანსვლა უნდა, მაგრამ ხერხემლის დრეკადობა მეტზე არ უშვებს, შეეცოდება ოპერატორს და ძალით გამოასხმარტალებინებს კუდსა და სხეულს პირიდან. ჯანმრთელი გველია, გასრიალდება ვოსვოიასი.
ზუსტად ჩვენს ქვემოთ, დედამიწის ცენტრის გავლით ოკეანეა, იმ წერტილთან ყველაზე უფრო ახლოს დასაებული წერტილი აღდგომის კუნძულებია. აი ის მარტო სახე დაწელილი ძეგლები რომ ჰყავთ ჩამწკრივები .
ეგ ძეგლები რომ ნახეს ევროპელებმა (სელკირკმა) ის ცივილიზაცია უკვე დაგაშენებული იყო და რამდენიმე გადაგვარებული ხა არაფერზე პასუხის არმქონე გადასაშენებლად ვანწირული მშიერი აბორიგენიღა დახვდათ. ააშენეს, ილოცეს, იმედოვნებდნენ, გადაშენდნენ, ამბის დამტოვებელიც კი ვერ დაუტოვეს მაცობრიობას, რა უნდოდათ მაგ ძეგლებით.
გრენლანდიის ქვემოთ ერთი კუნძულია, ერთი უცნაური ოჯახი დასახლდა მე-19 საუკუნეში. მერე წამოვიდნენ, მაგრამ გადაყვანის სირთულის გამო ხარძროხა რაც ჰყავდათ, იქვე დატოვეს.
მას შემდეგ არაერთმა მოგზაურმა აღწერა ეგ კუნძული და მისი მაცხოვრებელი ძროხები. დინამიკა წლების მიხედვით იყო რაოდენობის ზრდა, ზრდა და ზრდა. სანამ ჯყო ბ ა ლ ა ხ ი , ძროხების რაოდენობაც იზრდებოდა. გადაძროხდა მთელი კუნძული. მერე გათავდა ბალახი და .. დაიხოცა ყველა ზროხა ერთად. აღარცერთი არ დახვდა შემდეგ მოგზაურს.
მორიელი, გველი, აღდგომისკუნძულელი, ზროხა კუნძულზე ი მ ე დ ო ვ ნ ე ბ დ ნ ე ნ რომ მათ საქციელს კარგი შედეგი მოჰყვებოდა: გადარჩებოდნენ, გაძღებოდნენ, დალოცვილები იქნებოდნენ... რეალობა საპირისპირო აღმოჩნდა. ისინი დაიქცნენ, დაიღუპნენ, გადაშენდნენ
იმედიანობა და მთელი რესურსის ღმერთთა საამებლად წარმართვა (აღდგომისკუნძულელებ, კონსტანტინოპოლელები) გადარჩენისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
გვაჯობეს თავგანწირულობაში და მაინც დაიღუპნენ.
ეხლა აქეთ მოვიხედოთ.
დროა შეკითხვა - გვეშველება რამეე? შევცვალოთ შეკითხვით - რატომ უნდა გვეშველოს? (როგორ კი არა, რატომ უნდა გვეშველოს)
უნდა გავერკვეთ ა. რა გვკლავს როგორც მორიელს კლავს ბ.რატომ უნდა გვიშველოს სამყარომ, რომ გვეშველოს.
ამ თემაში ჯერ დავიწყოთ იმის ძიება რა საკუთარი გვკლავს და რატომ.
This post has been edited by axalirevolucia on 2 Nov 2019, 09:15
--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.
ბიძინა უნდა გაბანძდეს!
|