Perfecto_77აჰა, ერთ ცალს მოგცემ, იქნებ გამოგადგეს

დღეს ისევ სიბნელეს მივანდობ ჩემს ფიქრებს,
და ისევ გამოვალ მე თითქოს კანიდან.
დრო თავის ნაწვალებ კუდს ცხვირწინ მომიქნევს,
ისევ მაიძულებს დაწყებას თავიდან.
დღეს ისევ მეტკინა, დამაჩნდა იარა,
ბავშვივით ავტირდი, ავტირდი ხმადაბლა.
სიბერე მიგრძვნია ბავშვობა კიარა,
ვიგრძენი დაკარგვა, სისუსტე, გადაღლა...
დღეს ისევ ვიარე, ვიარე, ვიდექი,
სამყაროს ვუყურე ცრემლიან თვალებით.
მადლობა - სევდავ რომ ჩემს გვერდით იდექი,
ბოდიშით - დაგღალეთ, დაგღალეთ წვალებით...
დღე უკვე დაღამდა, გრძნობებიც ჩამოწვა,
წყვდიადი გასერა სიჩუმის კივილმა,
საწოლის კიდეზე სხეული წამოწვა,
იყუჩა,იყუჩა ცოტა ხნით ტკივილმა...