Zaza Mgaloblishvili
5 სთ. ·
აბა ვნახოთ რა გამოვა (რავი, ფეისბუქით რევოლუციებს აკეთებენო დაა...) - ეს კალოშები რომ დღითი დღე თავხედდებიან უჩემოდაც კაგრად იცით, ახლა არასწორ პარკირებაზე ჯარიმა 50 ლარიო(მართალია Zviad Tomaradze დახვრეტა ქონების კონფისკაციით ჯობია), ქალაქში სადაც მეტ-ნაკლებად მოწყობილი საერთო სარგებლობის პარკინგი არ არსებობს და თუ სადმეა(ვიღაცის) ისიც სისხლის ფასი ღირს...
არის აზრი - დავთქვათ დრო(მაგ. ხვალ-13.00) და რაღაც პერიოდით(ვთქვათ 30 წუთით)გავაჩეროთ მანქანები იქ, სადაც ამ დროს მოგვიხდება ყოფნა, არ აქვს მნიშვნელობა რუსთაველზე ვიქნებით თუ ლისის ტბაზე, მივცეთ 10-15 წამიანი გაბმული სიგნალი(უბრალოდ წარმოიდგინეთ რა...) გადმოვიდეთ მანქანებიდან, მწეველებმა მოვწიოთ, ერთმანეთს გავესაუბროთ და ჩვენს მიერვე შეთანხმებული დროის გასვლის შემდეგ გავაგრძელოთ გზა, ვნახოთ ერთი როგორ დაგვაჯარიმებენ... ეს გამაფრთხილებელი იყოს!
არ მოჯდებიან? მეორე დღეს დრო გავზარდოთ...
ვიცი, ისედაც გადატვირთულ ქალაქს პრობლემას დავუმატებთ, მაგრამ სულ მცირეს და მოკლე დროით, თანაც საერთო საქმისთვის! არა მხოლოდ ჯარიმაშია საქმე, უბრალოდ ერთხელ მაინც ვაგრძნობინოთ რომ ამ ქალაქში ერთმანეთის პატივისმცემელი და გვერდში მდგომი ხალხი ცხოვრობს და ეს ხალხი აღარაფერს გაუტარებს იოლად ამ ქლიბებს...
თუ აზრი მისაღებია, გავავრცელოთ და გავაკეთოთ! ვინც აქ ვერ ნახავს, ტელეფონით შევეხმიანოთ და გავცხოთ!
აგერ ნახავთ თუ უკან არ გაუყრიან თავის კანონს ვინმე იონათამიშვილს და კალაძეს...