3 წლის წინ რომ შემეხედა საკუთარი თავისთვის ვიტყოდი ესეთი არ გავხდები არასდროსთქო.
6 წლის წინ საერთოდ სხვანაირად წარმომედგინა ყველაფერი.
მოკლედ გინდა არ გინდა იცვლები ადამიანი და ერგები მოცემულობას.
1000 რამეს ისწავლი, გაიგებ და დამოკიდებულებას შეიცვლი რაღაც საკითხებზე, ოღონდ მხოლოდ მაშინ როცა უმცირესობაში აღმოჩნდები.
საკუთარ თავს კითხავ, თუ ტრაკიდან ბოლს არ უშვებ ყველა რატომ გიმტკიცებს ფეჩი ხარო ?
ხოდა უკვე შენ თავშიც შეგაქვს ეჭვი და ნელნელა ეგუები იმას რომ მართალია შეშას ვერ შეგილაგებენ მაგრამ თავი რაღაცით საკვამურს მიგიგავს..
ასე ნელნელა გადალაგდები იმ რელსებზე, რომლითაც 99 % მოძრაობს.
ცოტა მიჭირს ამ ყველაფრისთვის თვალის გასწორება მაგრამ 29 წლის ვარ უკვე და დროა.
მე არ ვლაპარაკობ კარიერა და სწავლა განათლებაზე.
კარიერას გადავყევი ისედაც ბოლო 3-4 წელია და ჩავწყდი მიმდინარე მოვლენებიდან.
ზოგადად სოციუმზე და სიახლეების სწრაფ დინებაზე მაქვს აქცენტი.
ვგრძნობ რომ სიახლეები მჭირდება და პირადი ცხოვრებისთვის ვითავისუფლებ დროს.
ხოდა რაიმე რჩევებს მივიღებდი, მზად რომ ვიყო ამ ყველაფრისთვის.
სად ან რომელ საზოგადოებაში ჩანს ეს ყველაფერი გამოკვეთილად რომ ერთიანად ავუღო ალღო დღევანდელ გულისფეთქვას <3
ან თუ დამდგარა ვინმეს ცხოვრებაში ესეთი ეტაპი, თუ დამდგარა რა გზას დაადგა და ა.შ.
გისმენთ აწი
ორი რამ ავსებს ჩემს სულს საკვირველებით: კინგკონგებით მოჭედილი ცა ჩემს ზემოთ და გოძილა (c) Statham
To the lost.