#55467272 · 11 Nov 2019, 00:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბავშვობაში ზენონ კოსიდოვსკის ბიბლიის მხილება წავიკითხე. კაცი, რომელიც მოზარდობა-ყმაწვილკაცობაში სამღვდელო კარიერას შეუდგა, მერე თავი მიანება და ბიბლიის სასწაულები სულ ელემენტარული ფიზიკით ახსნა. გახდა ღვთისმგმობი ათეისტი. რატომ ეს ამპლიტუდები? ვიკითხე მე მაშინ და ეს უპასუხო კითხვა ბევრჯერ წამომიტივტივდა.
ბევრჯერ აღმოვჩნდი მხილველი იმის, რომ ეკლესიაში ადრეული ასაკიდან "მიბარებული" ადამიანი გაცილებით კატეგორიული მმხილებელი ხდება არათუ ეკლესიის, არამედ რელიგიისაც.
გიგი უგულავა, მინისტრი სუბელიანი, მნათეუს სუთიძე, (ამათ ყმაწვილკაცობიდანვე დააღწიეს თავი ეკლესიას და ეკლესიას მათი მოკვეთა არ მოუწია) მღვდლები, რომლებიც ძალიან ახლოს იყვნენ კარიერულ წარმატებასთან და ისინი ეკლესიამ მოიკვეთა და ის, რასაც ისინი მას შემდეგ ამბობენ რელიგიაზე და ეკლესიაზე, მათ მიმართ უფრო მეტ სიმპათიას გიჩენს, ვიდრე წარმატებული იერარქების მიმართ.
დღეს ამ კატეგრიას - მიეახლა ეკლესიის წიაღს, დაიწვა მძიმე რეალობის უშუალოდ ნახვით, გამოიქცა და მტკიცე მოწინააღმდეგეა ეკლესიის წევრთა მიერ შარავანდედით სიარულის, მიემატა გიორგი გაბუნია, რომელიც ბავშვობაში ქოტონით მოსილი ცდილობდა ეპოვნა ღმერთი და ადამიანი, ვინც ღმერთთან გზას მიასწავლიდა.
მეც მიფათურებდა მღვდელიო.
პედერასტია უნდა დაისაჯოს. საეკლესიო პედერასტია კვადრატში უნდა დაისაჯოს, ანუ სასჯელის ვადა კვადრატში უნდა იქნას აყვანილი
მინდა ეკლესია გაიწმინდოს, მაინც რაღაც სენტიმენტები მაქვს,
ეკლესიავ განიწმინდე, სახელმწიფოვ, მიეხმარე!
--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.
ბიძინა უნდა გაბანძდეს!
|