#56687549 · 14 Aug 2020, 17:42 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბაქო თითქმის უკვე რეგიონალური ჰაბია, აშხაბადიც კი დაფრინავს ნიუ იორკში პირდაპირი რეისით. რატომ ვერ მოხერხდა პირდაპირი რეისის დანიშვნა ნიუ იორკიდან თბილისში. ვიზ ეიერს,რიანეირს, რა უამრავი ტურისტი გადმოყავდა? 70% იმგზავრი იქ მომუშავე ემიგრანები იყვნენ. რას აკეთებს ეს თურნავა და მთელი სისტემა, ცუდი მენეჯმენტი მგძნობიარეთ გადის ტურისტულ ბიზნესში დასაქმებულ ხალზე, როდესაც შეიძლება აზიის მიმართულებით თუნდაც ერთი რეისი დანიშვნა, ჩინეთიდან,ჰონ კონგიდან ან ფილიპინებიდან, და უკვე აზიის ქვეყნებიდან ტურისტების მოწვევაზე საუბარი ყოფილიყო, ამაზეც საერთოთ არ უმუშავიათ, გეოგრაფიულათ არ ვართ ევროპა , ვართ ევრაზია, და ჰაბი აზიიდან -ევროპაში შეგვიძლია ძალიან მარტივათ გახდეთ. არ უნდა ამ ხალხს ქვეყნის წინ სვლა.
დაპირებული სტატია თბილისი-ნიუ იორკის პირდაპირ რეისზე, ესეც ფეიკია.
სტრატეგიულს პარტნიორთან პირდაპირი ფრენაც არ უნდათ, ამის ფინანსური მხარ დაჭერით არ არიან დაინტერესებული, ტრანსატლანტიკურ ფრენებს ხომ დიდი ლიზინგი თანხდა ესაჭიროება,რასაც ქართული კომპანია ვერ გაქაჩავს.
პირდაპირი ფრენა თბილისიდან შტატებში – ეკონომიკის სამინისტროს განცხადება საქართველო – აშშ პირდაპირი ავიამიმოსვლის განსახორციელებლად საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა იწყება, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ოფიციალურ Facebook გვერდზე ავრცელებს, განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
► მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით ამერიკელი მოგზაურები მეორე ადგილზე არიან მოგზაურობაზე გაწეული დანახარჯების კუთხით. ისინი საშუალოდ წელიწადში 135 მილიარდს ხარჯავენ საერთაშორისო მოგზაურობაზე, ხოლო საქართველოში მათი დანახარჯი 47 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც მთლიანი ხარჯების 0,03%-ია (2018) ( ერთი ამერიკელი ვიზიტორის დანახარჯი საქართველოში -3047 ლარი/1130 დოლარი, საშულო ღამისთევა-8 ღამე ) .
დაჯავშნეთ იაფი ავიაბილეთი ► ამერიკის შეერთებული შტატებიდან 2019 წლის სამი კვარტლის მდგომარეობით საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 5,974 შეადგინა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან 13,4%-ია. 2018 წელს საერთაშორისო ვიზიტების მთლიანმა რაოდენობამ 41,863 შეადგინა, ზრდა 24,7% ( ბოლო სამი წლის განმავლობაში საშუალო ზრდა 24% შეადგენდა)
► ამერიკის შეერთებულ შტატებში პირდაპირი რეისის არსებობა საქართველოდან მოგვცემს იმის საშუალებას რომ მოვიზიდოთ მგზავრთნაკადი და პოტენციური ტურისტები მეზობელი ქვეყნებიდან – სომხეთი, აზერბაიჯანი (მოსაზღვრე ქალაქები) ისევე როგორც სხვა მეზობელი ქვეყნებიდან, რომლებსაც დღევანდელ დღემდე არ გააჩნიათ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ამერიკის შეერთებულ შტატებში.
► ზემოაღნიშნული ხელს შეუწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას, რაც თავის მხრივ განაპირობებს ამერიკიდან მგზავრთნაკადის გაზრდას და ტურისტების რაოდენობის საშუალოდ 30 % მატებას.
• 2019 წელს (25-27 იანვარი) საქართველო უკვე იყო წარმოდგენილი New York Times Travel Show , სადაც მოხდა ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა კერძო კომპანიების მონაწილეობით. • გასული ორი წლის განმავლობაში, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უმასპინძლა 25 პრეს-ტურს ამერიკის წამყვანი მედიისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებისათვის. ეს პრაქტიკა 2019 წელსაც გაგრძელდება გაზრდილი მონაწილეების რაოდენობით.
|