"ქარული კომპანია GlenBerries, რომელიც კენკრასა და ბოსტნეულს შოკური მეთოდით ყინავს, აშშ-ში პროდუქციის რეგულარულ გაყიდვებს იწყებს.
როგორც კომპანიის თანადამფუძნებელმა, აღმასრულებელმა დირექტორმა რაფიელ მაღალაშვილმა East fruit-თან საუბრისას განაცხადა, გაყინული კენკრა და ბოსტნეული აშშ-სთან გაფორმებული მრავალწლიანი ხელშეკრულების თანახმად, სუპერმარკეტებში გაიყიდება.
მისივე ინფორმაციით, პირველ ეტაპზე საუბარია მოცვზე, მარწყვზე, ყვავილოვან კომბოსტოსა და ბროკოლზე.
GlenBerries-ის საწარმო, რომელიც ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი, 2018 წლის ივნისში, სახელმწიფოს მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, ქარელის რაიონში გაიხსნა."
https://www.bpn.ge/article/62765-kartuli-ga...-shi-gaiqideba/ასეთი მეურნეობის განვითარებაა საჭირო და პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება.
სიახლე მართლაც სასიამოვნოა