#55418036 · 28 Oct 2019, 19:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა.
მოკლედ ვიყიდე დაღლილი 2001 წლიანი Pathfinder 3.5 V6
ვიყიდე იაფად და იმის იმედად რომ ბოლომდე ჩემს გემოზე ავაწყობ, კაი ხანია უკვე ვაწყობ მაგრამ ჯერ წაუმლაშებს.
3 ძირითაბი პრობლემა დამრჩა რასაც ვერ გავედი ბოლოში.
1. ეს მეტნაკლებად გასაგებია ვანუსის ამთვლელ დაჩიკს წერს რომელიც დაზიანებული არაა, (ერთმანეთშიც გადავანაცვლე და სხვაც დავაყენე) .
2. ABS აი აქ საინტერესოა, რომ ვიყიდე და დიაგნოსტიკაზე მივიყვანე ამოაგდო შეცდომა, ერთ ერთი ამთვლელის კაბელი იყო დაზიანებული, ვინაიდან Pathfinder ზე ABS ის ამთვლელის შეცვლაზე მარტივი მთლიანად სტუპიცის შეცვლაა, ეს პრობლემა მოუხსნელად მოვაგვარე, კონკრეტულად გავთალე და კაბელები გადავაბი (სარჩილავით) დაჰერმეტულად შევფუთე, ABS ის ამთვლელის მუშაობა შევამოწმე (ტესტერით მოწმდება იმპულსები) მოკლედ იდეაში პრობლემა არ უნდა ქონოდა მაგრამ ჰოი საოცრებავ, ABS ნათურა არ ქვრება, რათქმაუნდა ვივარაუდე რომ განულება ჭირდებოდა კომპს და მივაჭერი დიაგნოსტიკაზე და აქ ჰოი მეორე საოცრება, დიაგნოსტიკა წერს რომ პრობლემა არ აქვს მანქანას გარდა ნუ ჩეკს რაზეც მინთებს იმისა. უფრო უარესი დესერტად: ხრეშზე მკვეთრად დამუხრუჭებისას ABS ჩვეულებრივ მუშაობს, 10 იანზე რასაც ქვია, (რემონტამდე მომიწია მკვეთრი მუხრუჭი და რამის ბორდიურზე ავვარდი რომ მოსრიალდა) ასე რომ პრობლემა: ABS მუშაობს, დიაგნოსტიკა ამბობს რომ პრობლემა არ აქვს თუმცა.................. ABS ანთია.
3. მანქანა რომ ვიყიდე გვერდიდან იყო დანარტყამი, კარი და კრილო გაფუჭებული და ნაწილი თუნუქის თუმცა რადგან ბალკებამდე არ იყო მისული და რობოტი არ დაჭირდა მანქანას მაინც წამოვიყვანე, მოკლედ რატომ გავაკეთე შესავალი, სკამის აირბაგი მძღოლის მხარე განახსნელია, შესაბამისად "ქრეში" ქონდა შენახული SRS მოდულს, გადაპრაშივკდა მოდული და 1 კვირა ბედნიერმა ვიარე ისე რომ აირბაგი არ ენთო, იმის მერე არ ვიცი რა ეტაკა დაიწყო ციმციმი, (P.S. გახსნილი აირბაგის შტეკერში წინაღობა ზის), ნისანი ვისაც გყავთ შეიძლება იცოდეთ ეგრევე როგორ გაანულოთ აირბაგის პრობლემა, ვინც არ იცით გამოგადგებათ ინფო: ზაჟიგანიას ხსნით და ელოდებით 6 წამი, როგორც კი აირბაგის ნათურა ჩაქრება ეგრევე თიშავთ ზამოკს, ამ პროცედურას 3 ჯერ რომ გაიმეორებთ მეოთხე ზამოკის გახსნაზე აირბაგი დაიწყებს ციმციმს მაგრამ ბევრად ნელა, ეს ნიშნავს რომ დიაგნოსტიკის რეჟიმშია შესული, ამის მერე ზამოკი გათიშეთ, და შეგიძლია დაქოქოთ, თუ პრობლემა აღარ აქვს აირბაგს ნათურა 6 წამში ჩაქრება და არ აინთება....... სად გავჩერდი..... ა ხო აირბაგი, მოკლედ რამდენიც არ უნდა დავსბროსო უკან ბრუნდება ეს ციმციმი, რათქმაუნდა მივიყვანე დიაგნოსტიკაზე როგორც კი წინაღობა ჩავსვი და აქაც ჰოი საოცრებავ, დიაგნოსტიკა წერს რომ პრობლემა არ აქვს არც აირბაგს,
გამოდის რა რომ მანქანას პრობლემა არ აქვს მაგრამ პრობორებში დამავოია? თუ სად წავიდა ეს შეცდომის კოდები, ჩიტმა წაიღო? ქარმა წაიღო? რა მოქმედებაა, რა ვითარებაა?
აღარ ვიცი რა ვქნა უკვე, მგონი ყველაფერი ვცადე, ნათურების ამოღება არ მინდა მაგ ვარიანტს არ განვიხილავ, მინდა რომ გამართული მყავდეს მანქანა, ვინმეს გქონიათ მსგავსი თუ არა მიახლოვებული მაინც შემთხვევა?
--------------------
`Lazy`
|